არიენ რობენი: პენალტის პრობლემა მოგვარებულია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა პლზენის "ვიქტორიასთან" (5:0) მატჩში პენალტის დარტყმა იუარა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ამის შესახებ არაფრის თქმას ვაპირებ. პრობლემა მოგვარებულია, ზედმეტი სიტყვები საჭირო არაა. კარგია, რომ გუნდს ამაზე რეაქცია ჰქონდა. თანაგუნდელების მხარდაჭერა მჭირდებოდა", - თქვა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ "ვიქტორიასთან" შეხვედრაში "ბაიერნის" ფეხბურთელებს სურდათ, რომ პენალტი რობენს შეესრულებინა, რადგან ადრე, "მაინცთან" შეხვედრაში რობენმა პენალტის გამოყენება მოისურვა და ბურთი ხელში აიღო, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას მოთხოვნით, დარტყმის უფლება ტომას მიულერს დაუთმო.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

"ბაიერნი": დასჯის
ხოსეპ გვარდიოლა არიენ რობენს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული