ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ 21 წლის გოლკიპერს კატალონიურ გრანდთან წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ესპანური პრესის ინტერესი ტერ შტეგენისადმი ძალიან დიდია.
"ბარსელონასთან" დაახლოებულმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა "სპორტმა" ტერ შტეგენს "გლადბახის" ვარჯიშის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. ჩვენი ესპანელი კოლეგა შეეცადა, გერმანელისთვის "ბარსასთან" შეთანხმება დაეცდენინებინა.
"ბარსელონა" მართლაც დაინტერესებულია, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ "გლადბახზე" ვარ კონცენტრირებული, - ბანალურად უთხრა ტერ
21 წლის ტერ შტეგენმა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში უკვე სამი მატჩის ჩატარება მოასწრო, ესპანელ ჟურნალისტს ისიც განუმარტა, რომ მისი საქმეებით მრჩეველი გერდ ფომ ბრუხია დაკავებული და მოლაპარაკებების საკითხიც სწორედ მას ეხება. "ჩემი სახელით ყველა მოლაპარაკებას ფომ ბრუხი აწარმოებს," - აღნიშნა ტერ შტეგენმა, რომელსაც "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ახალგაზრდა გერმანელმა მეკარემ "ბარსელონაზე" უფრო დეტალურადაც ისაუბრა:
"ბარსა" უდიდესი კლუბია და განუმეორებელი მენტალიტეტი აქვს. ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე კატალონიურ გრანდში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა. სხვათა შორის, ესპანურად რამდენიმე სიტყვა ვიცი."
"სპორტის" ჟურნალისტი წერს, რომ ვალდესის სავარაუდო შემცვლელთა შორის "ბარსელონას" ხელმძღვანელებს ფავორიტად სწორედ ტერ შტეგენი მიაჩნიათ. მისივე ინფორმაციით, ორშაბათს "ბარსას" დირექტორი ანდონი სუბისარეტა მიონხენგლადბახში იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" "გლადბახს" ტერ შტეგენის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
Bild: "ბარსელონაში" ვიქტორ ვალდესს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეცვლის