ეს ინფორმაცია თვითონ ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა უარყო - გამოჯანმრთელების პროცესი არ გართულებულაო. მიუხედავად ამისა, მაინც უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დაუბრუნდება ჰუნტელაარი "შალკეს". ცნობილია, რომ ეს ვერც იანვარში მოხდება და, სავარაუდოდ, ვერც თებერვალში. მიუხედავად ამისა, "შალკეს" შეფები თავდასხმაში გაძლიერებას მაინც არ გეგმავენ.
ჰუნტელაარს ოპერაცია 21 ოქტომბერს გაუკეთეს, რის შემდეგაც გელზენკირხენული კლუბის ექიმებმა განაცხადეს, ჰოლანდიელი 3-4 თვეში დაგვიბრუნდებაო. თავად ჰოლანდიელი ვარჯიშის
"შალკეს" მენეჯერი ჰორტს ჰელდტი ჰუნტელაარის გამოჯანმრთელებას მორჩილად ელოდება და იანვარში ახალი თავდამსხმელის შეძენას არ აპირებს. ჰელდტს იმედი აქვს, რომ როცა ნიგერიელი ჩინედუ ობასი ოგბუკე გამოჯანმრთელდება, ჰუნტელაარის ტრავმით გამოწვეულ დანაკლისს წინა ხაზზე ნაწილობრივ მაინც შეავსებს.
თანაც, უკვე მწყობრშია უნგრელი ცენტრფორვარდი ადამ სალაი. ესეც რომ არ იყოს, ჰელდტი და მთავარი მწვრთნელი იენს კელერი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კევინ-პრინს ბოატენგსაც მოიაზრებენ - ეს იმ შემთხვევაში, თუ სალაიც დაშავდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"შალკეს" თავდასხმა აღარ ჰყავს!