კროოსმა 1.9 პროცენტით გაუსწრო რომის "ლაციოს" ფორვარდ მიროსლავ კლოზეს, რომელიც ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდსმენი გახდა გატანილი გოლების რაოდენობით.
"მადლობას ვუხდი ბუნდესნაკრების ფანკლუბს, DFB-ის ვებგვერდის მომხმარებლებსა და ყველას, ვინც ხმა მომცა. წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან მის მფლობელს არკვევენ გუნდის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან. სინამდვილეში, ინდივიდუალური ჯილდოების დიდი თაყვანისმცემელი
2014 წელს ტონი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, 25 წლის ნახევარმცველმა "ბაიერნთან" ერთად მოიგო ჩემპიონატი და გერმანიის თასი, ხოლო "რეალში" გადასვლის შემდეგ უეფას სუპერთასზე და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
* * *
მანუელ ნოიერი ამ დღეებში პრიზის გარეშე მაინც არ დარჩენილა. "ბაიერნის" გოლკიპერი ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. შესაბამის პრიზს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია აწესებს.
ნოიერმა 216 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუას 120 ქულით გაუსწრო. მესამე ადგილზე 46 ქულით მადრიდის "რეალის" გოლკიპერი კეილორ ნავასი გავიდა. გამოკითხვაში 70 ქვეყნის ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"