* 19 დეკემბერი "დორტმუნდის" დაარსების დღეა. ბუნდესლიგაში (ანუ 1963 წლიდან) ამ დღეს გუნდს მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდა (5 მოგება, 1 ფრე). ახლა კი მეორედაც დამარცხდა - "კიოლნთან" 1:2.
* "ბაიერნს" ზედიზედ 8-ჯერ ჰყავს "ჰანოვერი" დამარცხებული, ბურთების სხვაობით - 30:4.
* "ჰანოვერთან" მატჩი მანუელ ნოიერისთვის მე-300 იყო ბუნდესლიგაში. ამ შეხვედრაში მან მეცამეტედ უკაპიტნა მიუნხენელებს, ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგო
* ბუნდესლიგაში ჩატარებული 300 მატჩიდან 143-ში ნოიერმა კარი "მშრალად" შეინახა.
* "აუგსბურგს" ბუნდესლიგაში 153 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 150-ში დანი ბაიერმა მიიღო მონაწილეობა.
* "ლევერკუზენის" დანი და კოშტა 2012 წლის მარტის მერე, ანუ 1365 დღის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
* 17 ტურის მერე "დორტმუნდს" 47 გოლი დაუგროვდა. გუნდმა წინა, სრული ჩემპიონატისას გაიტანა ამდენი.
* თომას მიულერმა ჩემპიონატში თავისი მე-14 გოლი შეაგდო, აქამდე მას 13-ზე მეტი არასოდეს გაეტანა.
* კლაუდიო პისარომ ბუნდესლიგაში თავისი 178-ე გოლი შეაგდო და გაუთანაბრდა კლაუს ალოფსსა და დიტერ მიულერს. ერთიც და ის შტეფან კუნცს დაეწევა.
* ჩიჩარიტოს ამ სეზონში 22 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი. უშუალოდ ბუნდესლიგაში თავის პირველ 14 თამაშში ხავიერ ერნანდესმა 11-ჯერ გაიტანა. ბოლოს მსგავსი რამ 2004 წელს "ნიურნბერგის" მრეკ მინტალმა მოახერხა.
* "აუგსბურგს" ზედიზედ 12 საგარეო მატჩია, გოლი გააქვს. ბოლო 5 ტურში გუნდმა 13 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო შედეგია.
* "ვოლფსბურგს" მიყოლებით 16 თამაშია, "შტუტგარტისთვის" მინიმუმ ერთი გოლი გააქვს. ამჟამად ეს ყველაზე ხანგრძლივი სერიაა, ნებისმიერი ორი კლუბის დაპირისპირებას შორის.
* მხოლოდ "ჰერტა"-"ჰოფენჰაიმის" შეხვედრაში დაფიქსირდა უფრო ნაკლები (3) დარტყმა პირველ ტაიმში, ვიდრე "ჰერტა"-"მაინცის" მატჩის პირველ ტაიმში (5). ბერლინელები, შესაძლოა, მოსაწყენად ბურთაობენ, მაგრამ მესამე ადგილზე არიან, რაც წარმატებაა.
* "ჰერტას" ვედად იბიშევიჩმა, კარიერაში პირველად, ბუნდესლიგის მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
* მხოლოდ 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა "ჰერტას" იმაზე მეტი (33) ქულა 17 ტურის მერე, ვიდრე ახლა აქვს (32).
* გრანიტ ჯაკამ ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში დააგროვა 5 წითელი ბარათი. მეხუთე გაძევებისას ის 23 წლის, 2 თვისა და 23 დღის გახლდათ.
* იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც ბუნდესლიგაში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, მიხაელ ფრონცეკი საშუალოდ მატჩში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩა - 0,95 ქულა მატჩში. იგი "ჰანოვერმა" გაათავისუფლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"