ბუნდესლიგა. XIX ტური: "დორტმუნდი" პიერ-ემერიკ ობამეიანგმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
30 იანვარს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნის" ერთადერთმა მდევარმა ჩემპიონატში დორტმუნდის "ბორუსიამ" კინაღამ ქულები დაკარგა, მასპინძლებს 77-ე წუთამდე ვერ გაჰქონდათ "ინგოლშტადტის" კარში, მერე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკემ" სტუმრად ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "დარმშტადტი". გოლები მაქს მაიერმა და ლეროი სანემ გაიტანეს.

"ლევერკუზენმა" შინ 3:0 მოუგო "ჰანოვერს", დუბლი შეასრულა ხავიერ ერნანდესმა, ჩიჩარიტოს გარდა თავი შტეფან კისლინგმა გამოიჩინა.

უკრაინელმა არტიომ კრავეცმა ბუნდესლიგაში პირველი გოლით "შტუტგარტს" "ჰამბურგი" დაამარცხებინა და ამ მოგებით "შტუტგარტმა" გავარდნის ზონა დატოვა.
შეცვლაზე შესულმა კრავეცმა 88-ე წუთზე გაიტანა - 2:1.

დორტმუნდი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (77), 2:0 ობამეიანგი (86)

ლევერკუზენი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 კისლინგი (44), 2:0 ხ. ერნანდესი (63-პენ), 3:0 ხ. ერნანდესი (87)

აუგსბურგი-აინტრახტი 0:0

ვერდერი-ჰერტა 3:3
გოლები: 0:1 დარიდა (29), 0:2 პლატენჰარდტი (41), 1:2 ბარტელსი (67), 1:3 კალუ (71), 2:3 პისარო (75-პენ), 3:3 პისარო (77)

დარმშტადტი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 მ. მაიერი (43), 0:2 სანე (53)

შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 ჰანტი (66 ს. კ.), 1:1 რუდნევსი (75), 2:1 კრავეცი (88)

1. ბაიერნი - 49 ქულა; 2. დორტმუნდი - 44; 3. ჰერტა - 34; 4. ლევერკუზენი - 31; 5. შალკე - 30.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული