როგორც Sport.es-ი იტყობინება, იტალიელი კლუბის გაძლიერებას ფორვარდ ქარიმ ბენზემათი და ნახევარმცველ ხამეს როდრიგესით გეგმავს. ანჩელოტიმ "ბაიერნის" ხელმძღვანელობას უკვე მიმართა თხოვნით, რათა მოლაპარაკებები დაიწყონ მადრიდულ მხარესთან ფეხბურთელთა ტრანსფერებზე.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხამესის გაყიდვას გეგმავს, რამდენადაც მას კოლუმბიელის მხრიდან ხელფასის გაზრდის მოთხოვნა არ მოეწონა.