საქმე ის არის, რომ ფრანგს მტკიცედ აქვს პოსტზე დარჩენა გადაწყვეტილი და მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ახალ ორწლიან კონტრაქტზე, რომელსაც სულ მალე გააოფიციალურებენ და გააცხადებენ.
როგორც იცით, მოქმედი შეთანხმება სეზონის ბოლოს სრულდება. არადა, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ეს ვენგერის ბოლო სეზონია "არსენალში".
ლაპარაკობენ კიდევ ერთ ვარიანტზე - შესაძლოა, ახალი კონტრაქტი მართლაც გაფორმდეს, მაგრამ ისეთი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებს მარტივად გააშორებს, თუ "მეთოფეები" ოთხეულს მიღმა დარჩებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური