ჯოი ბარტონი სკანდალში გაეხვა - 1 260 ფსონისა და 18 თვის ამბავი

AutoSharing Option
ჯოი ბარტონი ისევ სკანდალში გაეხვა - 34 წლის ნახევარმცველს ფეხბურთის თამაშს 18 თვით უკრძალავენ. მას მერე, რაც ბარტონი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ თებერვალში წაყენებულ ბრალდებას დაყაბულდა, მისი თამაშიდან წელიწად-ნახევრით მოკვეთა გადაწყდა.

საქმე ისაა, რომ ჯოი ფსონების დადებაშია მხილებული. იგი ამ საქმიანობას სისტემატურად მისდევდა, რასაც არც უარყოფს, მაგრამ სასჯელის სიმძიმე არ მოსწონს, მას არ ეთანხმება და აპელაციის შეტანას აპირებს.

როგორც ირკვევა, 2006 წლის 26 მარტიდან 2016 წლის 13 მაისამდე ბარტონი 1 260 ფსონს ჩამოვიდა. ამდენს კი არა, ასოციაცია მოთამაშეებს ზოგადად ფსონი
გაკეთებას უკრძალავს. ჯოი 18-თვიანი დისკვალიფიკაციის გარდა, 30 ათასი გირვანქით დაჯარიმდა, მაგრამ სასჯელის ფინანსური მხარე მას ნაკლებად აღელვებს. ფეხბურთელის თქმით, ის ავადმყოფურად აზარტული გახდა და ეს უკვე დაავადებაა, რომლისგან განკურნებასაც ცდილობს.

"ეს გადაწყვეტილება კარიერის ნაადრევად დასრულებისკენ მიბიძგებს. იმ ასაკში არ ვარ, რომ წელიწად-ნახევარი უქმად ვიყო. არადა, ფეხბურთის თამაში კიდევ მინდა და შემიძლია კიდეც. ეს არ არის მატჩების ჩაწყობა და ამ კუთხით განხილვა და ინტრიგების აგორება საჭირო არ გახლავთ. ვადასტურებ, რომ წესი დავარღვიე და ვიღებ სასჯელს, მაგრამ მას ზედმეტად მკაცრად მივიჩნევ.

ველოდი, რომ უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ნაკლებვადიანი დისკვალიფიკაციით დავისჯებოდი. აზარტულობასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ეს დაავადებაში გადავიდა, რის დამადასტურებლადაც ექიმის დიაგნოზი და დასკვნა წარვადგინე. ვწუხვარ, რომ ამას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. განაჩენს გავასაჩივრებ" - ამბობს "ბარნლის" ნახევარმცველი.

ბარტონმა თავის სტილში ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა - თუ ასოციაცია ასე ღელავს ფსონებზე და იმაზე, რომ "თამაშის" პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს, აჯობებს, იმას დააკვირდეს, რამდენად არის თავად და ფეხბურთი ზოგადად საბუკმეკერო კანტორებსა და მსგავს კომპანიებზე დამოკიდებული, რომელთა რეკლამებიც ტელევიზიითაც ტრიალებს და სპორტზეა მიბმულიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული