გრძელი როქი პრემიერლიგაში - ჟირუ "ევერტონში", ლუკაკუ "ჩელსიში", მაჰრეზი "არსენალში"

AutoSharing Option
ოლივიე ჟირუ ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდება და, როგორც კი "არსენალი" მის თანამემამულეს ოფიციალურად გაიფორმებს, თავად 30 წლის ფორვარდი, რომელსაც ლიონელამდეც არ ჰქონდა იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც სურდა და ამ ტრანსფერის მერე, მით უმეტეს, არ ექნება, "ევერტონში" გადაბარგდება. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, "მეთოფეები" კიდევ ერთ შემტევს, რიად მაჰრეზს იმატებენ.

ალჟიერელი მათი დიდი ხნის სამიზნეა და ბოლო ცნობებით, 26 წლის ფეხბურთელის "ემირატებზე" გადაბარგება ასევე მალე უნდა გაოფიციალურდეს. ჟირუს შეძენა "ვესტ ჰემ იუნაიტედსაც" სურს.

"ევერტონში" კი ჟირუ რომელუ ლუკაკუს ჩაანაცვლებს, რომლის "გუდისონ პარკიდან"
წასვლასაც საშველი აღარ დაადგა, მაგრამ ეს მაინც გადაწყვეტილი ჩანს. ლუკაკუ, წესით, "ჩელსიში" უნდა დაბრუნდეს, მსურველად "მანჩესტერ იუნაიტედიც" რჩება.

მოკლედ, "გრძელი როქი" იგეგმება და, წესით, ეს ყველაფერი დღე-დღეზე უნდა მოხდეს. ისიც ითქვა, რომ ანტონიო კონტეს "ლურჯების" უფროსობისთვის განუცხადებია - ლუკაკუ ყველა ვარიანტში უნდა ვიყიდოთ, თუნდაც "კანფეტების" მოთხოვნილი 100 მილიონი გირვანქის გადახდა მოგვიხდესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული