"ჩელსიმ" თვალი სერხი რობერტოს დაადგა

AutoSharing Option
"გოლის" ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი", "რეალიდან" ალვარო მორატას წაყვანის შემდეგ, "ბარსელონას" მიადგა - ანტონიო კონტეს 25 წლის უნივერსალი სერხი რობერტო სურს.

"ბარსელონას" პრობლემურ პოზიციებზე მოთამაშე სერხი რობერტოს გაშვება არაფრით სურს, მაგრამ მისი გამოსასყიდი ფასი 42 მილიონი ევროა, ლონდონელები კი ამ თანხის გადახდაზე თანახმა არიან.

აქამდე "სიტი" იყო დაინტერესებული სერხი რობერტოთი და მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიდა, "ბარსამ" მის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული