ლიგის თასის ფინალი: "გედების" პირველი სიმღერა

AutoSharing Option
"სუონსიმ" არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. აქამდე "გედებისთვის" ყველაზე დიდი მიღწევა 1925/26-ისა და 1963/64-ის სეზონებში ასოციაციის თასის 1/2-ფინალები იყო. დებიუტი "უემბლიზე" წარმატებული გამოდგა. რანგით მეოთხე ლიგის წარმომადგენელ "ბრედფორდთან" მიკაელ ლაუდრუპის გუნდი უპირობო ფავორიტი იყო და ამას წინდაწინ მისი მეტოქეც აღიარებდა. რა შეიძლება ითქვას შეხვედრაზე, რომელიც 5:0 დასრულდა?

თამაშის პერიპეტიებზე წერა ზედმეტი გვეჩვენება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ პირობითმა სტუმარმა თამაში ფრთხილად დაიწყო, თუმცა პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქცია. როგორც იტყვიან, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. საბოლოოდ ინტრიგა მაშინ დასამარდა, როცა 56-ე
წუთზე ფილ პარკინსონის გუნდს ბოლო იმედის ჯარიმისთვის მეკარე მეტ დიუკი გაუძევეს. შეიძლება ითქვას, რომ უელსელებმა მეტოქე კიდევ დაინდეს.

ბრედფორდი-სუონსი 0:5
გოლები: 0:1 ნ. დაიერი (16), 0:2 მიჩუ (40), 0:3 ნ. დაიერი (48), 0:4 დე გუზმანი (59-პენ), 0:5 დე გუზმანი (90)
ბრედფორდი (4-4-2): დიუკი - დარბი, მაკჰიუ, მაკარდლი, გუდი (46. ა. დევისი) - ჯონსი, დოილი, ატკინსონი, ტომპსონი (73. ჰაინსი) - ველსი (57. მაკლაჰლინი), ჰანსონი
სუონსი (4-2-3-1): ტრემელი - რანხელი, კი (62. მონკი), უილიამსი, ბ. დევისი (84. ტიენდალი) - ბრიტონი, დე გუზმანი - დაიერი (78. ლამა), ერნანდესი, რუტლეჯი - მიჩუ
გაფრთხილება: - კი
გაძევება: დიუკი (56) -
კარში დარტყმა: 1-15 (1-11) კუთხური: 1-8 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 3-6 ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 82 997

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის თასი. ფინალის წინ: აუტსაიდერთა ვარსკვლავური საათი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული