შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა რობერტო დი მატეოს ნაცვლად დროებით თავკაცად ესპანელი რაფაელ ბენიტესი დანიშნა. მას მერე "ჩელსის" ფანების გარკვეული ჯგუფი მუდამ ობსტრუქციას უმართავს ესპანელს.
ბენიტესის მოთმინების ფიალა "მიდლსბროსთან" 2:0 გამარჯვების შემდეგ აივსო.
"26 წელიწადია, ფეხბურთში ვარ, მოვიგე თითქმის ყველაფერი, რაც კი საკლუბო ფეხბურთში შეიძლება მწვრთნელმა მოიგოს. ამ დროს ფანების ჯგუფი ყველანაირად ხელს უშლის გუნდს წარმატებაში, უპირისპირდება საკუთარი გუნდის მწვრთნელს, ფეხბურთელებს. ეს
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ვიღაცამ კონტრაქტში დაამატა "დეტალი" "მოვალეობის შემსრულებელი".
მოკლედ, მინდა ფანების ამ ნაწილს გადავცე: დროს ტყუილად ნუ ხარჯავთ, ზაფხულში გუნდიდან აუცილებლად წავალ".
საკლუბო ფეხბურთში 9 ტიტულის მომგებ მწვრთნელს "ჩელსის" ფანები მართლაც ცუდად გადაეკიდნენ. "მიდლსბროსთან" მატჩში ერთ-ერთ ბანერზე ეწერა: "რომან, ჩვენ არ შეგვიკვეთავს მსუქანი ესპანელი ოფიციანტი მწვრთნელად".
ასევე იხილეთ:
დაპირისპირება კაპიტანსა და მწვრთნელს შორის? ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება