ჟოზე მოურინიო: განსაკუთრებულიდან განსაკუთრებით ბედნიერამდე

AutoSharing Option
მას მერე, რაც 50 წლის ჟოზე მოურინიო "ჩელსიში" დაბრუნდა, ბრიტანულ გამოცემებს რამდენიმე ინტერვიუ მისცა და ერთი პრესკონფერენციაც მოაწყო. ბუნებრივია, მისი ფრთიანი ფრაზებით დაიხუნძლა ევროპული სპორტული პრესა. ჩვენ 10 საუკეთესო "ნიმუშს" გთავაზობთ...

სწორედ "ჩელსიში" პირველად მუშაობის დროს განაცხადა მოურინიომ, რომ "განსაკუთრებულია" (Speciall one), ახლა კი მან ჟურნალისტებს მოუწოდა, "ბედნიერი" (Happy one) დამიძახეთო.

ბოსთან საუბარი
"ჩელსის" მესაკუთრეს შევხვდი და მხოლოდ რამდენიმე პრაგმატული კითხვა დავუსვი - თქვენ მართლა გსურთ დავბრუნდე? - რაზეც მან კითხვითვე მიპასუხა - მინდა კი ეს თავად? - ხუთ წუთში
გადაწყვეტილება მიღებული მქონდა"
.

სახლში ვბრუნდები
"ამბობენ, რომ 2007 წელს "ჩელსიდან" გამაგდეს. ეს ტყუილია. მაშინ ჩვენ ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ, ურთიერთობის არანაირი გაწყვეტა არ ყოფილა. სხვანაირად, ახლა მე აქ, თქვენ წინაშე არ ვიჯდებოდი. მე ვბრუნდები სახლში, იქ, სადაც ვიყავი ბედნიერი და წარმატებული, სადაც ფანებს ვუყვარვარ. ჩვენ ისევ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ".

მომავლის გეგმებზე
"ჩემი მიზანი კლუბის ევოლუცია და მისი მაქსიმალური წინსვლა, აღორძინებაა. მე "ჩელსი" შორეულ 2007 წელს დავტოვე, მაგრამ მას მერეც ხშირად გამიხსენებია და გამიანალიზებია აქ გატარებული დრო. მახსოვს, 2004 წელს, წინასასეზონო შეკრებაზე ამერიკაში გავემგზავრეთ. იქ ღია ვარჯიში ჩავატარეთ, რომელსაც შემთხვევით შემოსული რამდენიმე ბავშვი დაესწრო! არავის, უბრალოდ, არ აინტერესებდა ჩვენი გუნდი.

ამის შემდეგ ჩვენ ინგლისში მოგებები დავიწყეთ, მოვიგეთ ერთი ჩემპიონატი, მეორე და ისევ ჩავედით ამერიკაში. ამჯერად უკვე სულ სხვა ინტერესი გამოიწვია ჩვენმა ჩასვლამ. წარმომიდგენია, ახლა რა იქნება, როცა "ჩელსი" უკვე ევროთასებს იგებს"
.

"ჩელსიზე" შეყვარებული
"თავს მხოლოდ "ჩელსის" თავკაცად არ აღვიქვამ. მე ხომ პირველად ცხოვრებაში მივდივარ კლუბში, რომელზეც დიდი ხანია, შეყვარებული ვარ. ჩვეულებრივ კი, ასეთი ემოციები მხოლოდ 2-3 სეზონის გავლის შემდეგ მოდის. ასე რომ, სიტუაცია ჩემთვისაც საოცარი, ფანტასტიკურია".

ნულიდან დაწყება
"კარგად ვიცნობ "ჩელსის" გულშემატკივრებს, როგორ აფასებენ ისინი ერთგულებს. ამას წინათ, ტელევიზორში "ჩელსის" თამაშს ვუყურებდი და თვალში მომხვდა ბანერი დიდიე დროგბას შესახებ. ეს იყო ნამდვილი საოცრება. ფანები მეც კარგად მეპყრობოდნენ. ერთხელ, "ინტერში" მუშაობისას, "ჩელსის" დავუპირისპირდი. ცუდ სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ იგივეს განიცდიდნენ "ჩელსის" ფანებიც. ასეა, მე მათ ვეკუთვნი, ისინი კი - მე.

როცა გუნდს "სტემფორდ ბრიჯზე" გავიყვან, არ მინდა 8 წლის წინ მოპოვებული დიდებით ტკბობა. ჩემი მიზანი ახალი გუნდის შენებაა, რომელიც წინანდელზე განსხვავებული იქნება. მსურს, ყველაფერი ნულიდან დავიწყო"
.

კონკურენტები
"სამი საუკეთესო ინგლისური კლუბი ახალი მწვრთნელით დაიწყებს ჩემპიონატს. რას ვიზამთ, ინგლისი ინგლისია! ბოლო დროს ამბობენ, რომ პრემიერლიგის დონე ეცემა. არ ვეთანხმები - ახლაც მიმაჩნია, რომ პრემიერლიგა ფანტასტიკური ჩემპიონატია, სადაც ჩემპიონობისთვის 6-მდე გუნდი იბრძვის. ვიმედოვნებ, კონკურენტებს უკან ჩამოვიტოვებთ".

არ ვიფიქროთ მილიონებზე
"ახლა უნდა ვიმუშაოთ გუნდის გაუმჯობესებაზე. ამას როცა ვამბობ, ყველა ფიქრობს, რომ "ჩელსი" მილიონების დახარჯვას აპირებს სატრანსფერო ბაზარზე. სინამდვილეში, ვგულისხმობ მუშაობის გაუმჯობესებას. ჩემი ამოცანაც ესაა, ფეხბურთელებისა და მთლიანად გუნდის პროგრესის მიღწევა. თუკი ამის შემდეგ ერთი-ორ ტრანსფერსაც განვახორციელებთ, ცუდი არ იქნება".

ბარსას ჰეგემონია
"ინიესტამ თქვა, რომ ესპანურმა ფეხბურთმა ჩემ გამო იზარალა? რა თქმა უნდა, თუ ის გულისხმობს, რომ "ბარსელონას" ჰეგემონია დავასრულე..."

არა პრივილეგიებს
"მიხარია, რომ აქ ისეთ ფეხბურთელებსაც ვხედავ, რომლებიც ადრე ჩემი გულისთვის იბრძოდნენ. მსურს გითხრათ თქვენ და არა მათ, რადგან მათ ეს ისედაც კარგად იციან, არავის ექნება გუნდში პრივილეგია, ყველას თანაბრად მოვთხოვ".

მოურინიო VS გვარდიოლა
"სუპერთასზე მოურინიოს და გვარდიოლას დაპირისპირება კი არა, "ჩელსის" და "ბაიერნის" ჯახი იქნება. მოურინიოს და გვარდიოლას წვლილი არ მიუძღვით ამ თამაშში, ეს წინა მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამსახურებაა. ამიტომ მე, უბრალოდ, დავეხმარები გუნდს, მოიგოს ტიტული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: თუ პირველივე წელს პრემიერლიგას ვერ მოვიგებ, ტრაგედია არ იქნება
მოურინიო დიდი მწვრთნელია, უბრალოდ, მადრიდში მისი დრო დასრულდა
ჟოზე მოურინიომ ანდრეს ინიესტას ბრალდებას უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ინიესტამ თქვა, რომ ესპანურმა ფეხბურთმა ჩემ გამო იზარალა? რა თქმა უნდა, თუ ის გულისხმობს, რომ "ბარსელონას" ჰეგემონია დავასრულე..."-----------------------------------------------------------------------------------------------------რა ჰეგემონიის დასრულებაზე ლაპარაკობს ეს დებილი, იმ სამ წელიწადში რაც ეგ რეალს წვრთნიდა რეალმა ერთი თასი აიღო,ერთი ჩემპიონობა და ერთი სუპერთასი, იმავე პერიოდში ბარსამ ჩემპიონთა ლიგა აიღო(ნახევარფინალში რეალს მოუგო) ევროპის სუპერთასი,მსოფლიოს ჩემპიონატი საკლუბო გუნდებს შორის,ესპანეთის თასი,სუპერთასი და ორჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და თანაც რეალს 15ქულით გაუსწრო...ძალიან მაინტერესებს რა ჰეგემონიაზე ლაპარაკობს? ბოლო ორ თამაშზე როცა ბარსა უმწვრთნელოდ და ცენტრალური მცველის გარეშე იყო?
giorgi
18:44 14-06-2013
0

სიახლეები პოპულარული