იმას, რაც მან 2012 წლის აპრილში "უიგანთან" ერთად მოახერხა, აუტსაიდერი გუნდის მწვრთნელი, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გაიმეორებს. ლამის გასავარდნად განწირულმა "ათლეტებმა" ჩემპიონატის უკანასკნელ 6 ტურში ჩემპიონობისა თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ნიუკასლი" და უშუალო კონკურენტები - "ბლექბერნი" და "ვულვერჰემპტონი" დაამარცხეს.
ესპანელმა ძალიან მალე მიიღო შეთავაზებები წამყვანი კლუბებისგან, მაგრამ უარი თქვა და DW Stadium-ზე კიდევ ერთი წლით დარჩა. უკანასკნელ სეზონში კი მან
რობერტო მარტინესი 1973 წლის 13 ივლისს პატარა ესპანურ ქალაქ ბალაგერში დაიბადა. საფეხბურთო კარიერის საწყისი ეტაპი მან სამშობლოში გაატარა და ბედმა გაუღიმა, როცა 1993-94 წლების სეზონი ესპანეთის სამეფო თასის მომგებ "სარაგოსაში" გაატარა, თუმცა კი ტიტულის მოპოვებაში დიდი წვლილი არ შეუტანია.
მომდევნო ერთი წელიწადი მან მშობლიური ქალაქის გუნდში გაატარა, 1995 წელს კი ბრიტანეთს მიაშურა. მას შემდეგ ის ამ ქვეყანაში ცხოვრობს და მას თავის მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. მარტინესმა "უიგანში" 6 წელიწადი გაატარა და პრეზიდენტ გლენ უილანთან მეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.
DW Stadium-ზე მასთან ერთად კიდევ ორი ესპანელი თამაშობდა - ისიდორე დიასი და ხესუს სება, თუმცა მხოლოდ მან მოახერხა "ათლეტების" ისტორიაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა. 2001 წელს რობერტომ თავგადასავლებისთვის ჯერ შოტლანდიის ჩემპიონატს მიაშურა, შემდეგ ისევ ინგლისს დაუბრუნდა და ქვედალიგელ გუნდებში გამოსცადა საკუთარი თავი.
მარტინესის სამწვრთნელო კარიერა 2007 წლის ზაფხულში "სუონსიში" დაიწყო, კლუბში, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ თავისი სათამაშო სტილით ლამის გადატრიალება მოახდინა პრემიერლიგაში. ამის დასტურია სახელოვანი ჰარი რედნაპის განცხადებაც. ვეტერანმა სპეციალისტმა ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების მთელი რიგი წარუმატებელი ასპარეზობების შემდეგ მისაბაძ მაგალითად "სუონსისა" და "უიგანის" თამაში მოიყვანა.
ასე რომ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "გედების" წარმატებაში ესპანელს არანაკლები ღვაწლი მიუძღვის, ვიდრე მის მემკვიდრეებს - ბრენდან როჯერსსა და მიკაელ ლაუდრუპს.
ჩვენს გმირს 2009 წლის ზაფხულში ძველმა მეგობარმა დეივ უილანმა "უიგანში" უხმო. მარტინესს ინგლისური ფეხბურთის ელიტაში წარმატების მისაღწევად საფუძველი, პრაქტიკულად, არ გააჩნდა. მას არ ჰქონდა სოლიდური ბიუჯეტი და, შესაბამისად, ლაპარაკი ვარსკვლავურ შემადგენლობაზე ზედმეტი იყო. თუმცა მან თავად გამოზარდა ფეხბურთელები, რომელთა ტრანსფერებზეც "უიგანს" რიგი დაუდგა.
2013 წლის 11 მაისს გადავსებულ "უემბლიზე" აუტსაიდერთა მიერ ასოციაციის თასის მოგება ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ ძალიან დიდხანს ეხსომება. ჩემპიონშიპში გავარდნის შემდეგ მან არჩევანი "ევერტონზე" გააკეთა, გუნდზე, სადაც ერთგულებას განსაკუთრებით აფასებენ, რადგან ასეთი იყო დევიდ მოიესი.
დიახ, მარტინესი "გუდისონ პარკზე" ახალ ცხოვრებას იწყებს. მას შოტლანდიელის შეცვლა მოუწევს. ესპანელს არც ახალ კლუბში ჰპირდებიან დიდ სატრანსფერო ბიუჯეტს, მაგრამ მას მაინც ბევრად უფრო მეტი წინაპირობა აქვს წარმატებისთვის. მარტინესთან გაფორმებული 4-წლიანი კონტრაქტი ბევრს ნიშნავს. მერსისაიდელები მას ენდობიან.
ფეხბურთელებს ის საკუთარი ინტუიციით ყიდულობს და, როგორც წესი, დაბალ ფასად. რამდენი მოთამაშის გახსენება შეიძლება, რომელთაც მწვრთნელის ნდობა გაამართლეს. თავად განსაჯეთ. "გუდისონ პარკზეც" ყველაფერი, ალბათ, ამავე სცენარით წარიმართება.
დოსიე:
საფეხბურთო კარიერა
სარაგოსა - 1993-94, ბალაგერი - 1994-95, უიგანი - 1995-2001, მოზერველი - 2001-02, უოლსოლი - 2002-03, სუონსი - 2003-06, მანჩესტერ სიტი - 2006-07
მიღწევები
1993-94 - ესპანეთის თასი
სამწვრთნელო კარიერა
სუონსი - 2007-09, უიგანი - 2009-13, ევერტონი - 2013-
მიღწევები
2007-08 - ლიგა ერთის გამარჯვებული; 2012-13 - ასოციაციის თასი; 2007-08 - ლიგა ერთის საუკეთესო მწვრთნელი; 2012 წლის აპრილი - პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ევერტონში" დევიდ მოიესს რობერტო მარტინესი შეცვლის