ჟერარდი "ბარსას" ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად მიიჩნევა, მაგრამ შეტევაში ნეიმარის დამატების შემდეგ მას ძირითადში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა.
ამიტომ ერთ დროს "ბარსას" ბავშვთა გუნდში გიორგი ჭანტურიას მეწყვილე, იჯარის წესით ინგლისურ პრემიერლიგაში ითამაშებს.
კონტრაქტით, ის სეზონის ბოლომდე "ევერტონში" დარჩება. დეულოფეუს საბაზრო ფასი 15 მილიონი ევროა.
"ევერტონმა" შარშანდელი პრემიერლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა.
ასევე იხილეთ:
"ბარსელონა" ჟერარდ დეულოფეუს "დორტმუნდში" უშვებს