ალვარო ნეგრედო: "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა პელეგრინიმ გადამაწყვეტინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა ალვარო ნეგრედომ ახალ გუნდში მისვლის მიზეზებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "სიტიში" ესპანელი ფორვარდი "სევილიიდან" გადავიდა.

"მინდა ყველას "სევილიაში" დიდი მადლობა გადავუხადო. ეს შესანიშნავი 4 წელიწადი იყო. ასევე, მინდა მადლობა კლუბის პრეზიდენტს გადავუხადო, რომელსაც სჯეროდა ჩემი.

სანამ "სიტიში" გადავიდოდი, ხესუს ნავასს ვესაუბრე. მიხარია, რომ მასთან ერთად მომიწევს თამაში, ეს ნამდვილი სიამოვნებაა. ხესუსი ძალიან კარგი ბიჭი და შესანიშნავი ფეხბურთელია.

პელეგრინისაც ვესაუბრე. მან მანჩესტერში გადასვლა გადამაწყვეტინა, მითხრა, რისი შეთავაზება შეუძლია მანჩესტერულ კლუბს. ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა, ცხოვრებაში კი გაჩერება არ შეიძლება",
- თქვა ნეგრედომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ალვარო ნეგრედო მანჩესტერში მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული