ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ნასერ შადლი "ტოტენჰემში" გადავიდა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ვებგვერდმა 26 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბელგიის ნაკრების 23 წლის მარჯვენა გარემარბ ნასერ შადლის, ვინც უკანასკნელი სამი სეზონი ჰოლანდიურ "ტვენტეში" გაატარა (78 თამაში, 23 გოლი, 16 პასი).

"დეზების" "ფეისბუქზე" კი ფეხბურთელის ვარჯიშის ფოტოებიც გამოქვეყნდა.

მხარეები გარიგების ფინანსურ დეტალებს არ ამხელენ, თუმცა რიგი წყაროების მტკიცებით, ჩრდილოლონდონელებს ნიჭიერი ფეხბურთელის გადაბირება 6,2 მილიონი ევრო დაუჯდათ. "ტოტენჰემის" გარდა შადლის შეძენას ცდილობდნენ "სუონსი", "ასტონ ვილა", "შახტარი" და "ლოკომოტივი" (მოსკოვი).

მოგეხსენებათ, "უაით ჰართ ლეინზე" შადლისთან ერთად ბელგიის ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი
იან ვერტონგენი
და მუსა დემბელე თამაშობს. ამ გარემოებამ ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონია.

ასევე იხილეთ:
ბელგიის ნაკრებს ყველა ვარსკვლავი მწყობრში ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული