არსენ ვენგერი: "კარდიფთან" მატჩმა გვიჩვენა, როგორ გაიზარდა რემსი [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-13 ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა უელსური"კარდიფი".

აარონ რემსიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი მატიო ფლამინის ანგარიშია. აღსანიშნავია აგრეთვე მესუთ იოზილის ორი საგოლე პასიც.

არსენ ვენგერი (არსენალი): "ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამხელა პროგრესს მიაღწია რემსიმ. 2 თუ 3 წლის წინ აქ თასის თამაში გვქონდა და რემსის კოშმარული საღამო გამოუვიდა. ახლა კი ვხედავთ მის უდიდეს პროგრესს.

"კარდიფთან" კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ამან სათანადო შედეგი გამოიღო"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული