აარონ რემსიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი მატიო ფლამინის ანგარიშია. აღსანიშნავია აგრეთვე მესუთ იოზილის ორი საგოლე პასიც.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამხელა პროგრესს მიაღწია რემსიმ. 2 თუ 3 წლის წინ აქ თასის თამაში გვქონდა და რემსის კოშმარული საღამო გამოუვიდა. ახლა კი ვხედავთ მის უდიდეს პროგრესს.
"კარდიფთან" კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ამან სათანადო შედეგი გამოიღო".