"სანდერლენდის" ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ შესვენებაზე გონება დაკარგა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში "კარდიფი" და "სანდერლენდი" 2:2 დაზავდნენ. მასპინძლები ჯორდონ მატჩისა და ფრეიზერ კემპბელის გოლებით დაწინაურდნენ, მაგრამ სტივენ ფლეტჩერმა და ჯეკ კოლბეკმა აღადგინეს წონასწორობა.

თუმცა მატჩზე მეტად ამ დაპირისპირებაში სხვა რამეა აღსანიშნავი - შესვენებაზე "სანდერლენდის" იტალიელი ფორვარდი ფაბიო ბორინი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის უმალვე საავადმყოფოში გააქანეს.

გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "ფაბიო თამაშამდეც ცუდად გრძნობდა თავს. ერთად გადავწყვიტეთ, რომ ითამაშებდა, თუმცა შესვენებაზე შეუძლოდ გახდა. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია და ის მალე გამოჯანმრთელდება".

საბედნიეროდ, 22 წლის ფეხბურთელი მალე გამოწერეს
საავადმყოფოდან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული