შეგახსენებთ, რომ რემსი დეკემბრის შემდეგ ვერ თამაშობს. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, აარონ რემსი 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს, სანამ უელსელი თეძოს ტრავმას ბოლომდე არ მოიშუშებს.
აქედან გამომდინარე, რემსი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით