სანამ "ევერტონი" ღრმა კრიზისშია, ხოლო მისი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი - სასოწარკვეთილი და თავის ბიჭებს ეუბნება, სასწრაფოდ სწორი რეაქცია უნდა მოვახდინოთ ამ ჩავარდნაზე, მობილიზაცია და დროულად უკეთ ათამაშებაა საჭიროო, "კანფეტებს" ახალი ფანი შეუძენიათ.
ცნობილმა პოპ-ვარსკვლავმა, 20 წლის ჯასტინ ბიბერმა საკუთარ "ტვიტერზე" სურათები გამოამზეურა, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობს იგი "ევერტონის" მაისურით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"