სულ ამ კვლევაში ინგლისის პრემიერლიგის, ჩემპიონშიპისა და შოტლანდიის უმაღლესი ლიგის 123-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა 48%-მდე ხმა ჟოზე მოურინიოს მისცა (ჩელსი). მორე ადგილზე 31%-ით ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი) გავიდა. მესამე ადგილი არსენ ვენგერმა (არსენალი) დაისაკუთრა, მეოთხე-მეხუთეზე კი სემ ალარდაისი (ვესტ ჰემი) და იურგენ კლოპი (დორტმუნდი) მოხვდნენ 6-6 პროცენტით.
ხმების 1% წილად ინგლისის ნაკრების თავკაცს, როი ჰოჯსონს ერგო. კარლო ანჩელოტის, დიეგო სიმეონეს, ანტონიო კონტეს ბრიტანეთში მოთამაშე ფეხბურთელები აშკარად არ სწყალობენ.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"