![](https://sportall.ge/pictures/image31/05a25e68488c1780b7be4b1e1ae97afd.jpg)
კონტრაქტის თანახმად, ვან გაალი წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს, დამატებითი ბონუსებით კი, მთლიანობაში 10 მილიონ ევრომდე. კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, ვან გაალმა ხელფასის 2/3 უნდა მიიღოს და თუ 2017 წლის ივნისამდე ჰოლანდიელი ახალ კლუბს ვერ იპოვის, "მანჩესტერმა" ამ ხნის მანძილზე ხელფასი უნდა უხადოს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დრომდე აქვს ჰოლანდიელ სპეციალისტს მანკუნიანელებთან კონტრაქტი გაფორმებული.