ახალი ხელშეკრულების ვადების შესახებ კლუბი ოფიციალურად არაფერს იუწყება, მედიის ცნობით კი, ის 2022 წლამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" წინა კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებდა, რომელიც ვადის ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლეოდა.
იურგენ კლოპი ლივერპულში 2015 წელს, გუნდიდან ბრენდან როჯერსის დათხოვნის შემდეგ მივიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამასთან, ითამაშა ევროპალიგისა და ლიგის თასის ფინალში.