"ლივერპულმა" იურგენ კლოპთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ახალი ხელშეკრულების ვადების შესახებ კლუბი ოფიციალურად არაფერს იუწყება, მედიის ცნობით კი, ის 2022 წლამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, რომ გერმანელ სპეციალისტს "ლივერპულთან" წინა კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებდა, რომელიც ვადის ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლეოდა.

იურგენ კლოპი ლივერპულში 2015 წელს, გუნდიდან ბრენდან როჯერსის დათხოვნის შემდეგ მივიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამასთან, ითამაშა ევროპალიგისა და ლიგის თასის ფინალში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული