ლონდონის "ჩელსიმ" "ნაპოლის" მცველის კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ 70 მლნ ევრო შესთავაზა. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
თუკი გარიგება შედგება, ის რეკორდული იქნება ლონდონური კლუბის ისტორიაში.
"ჩელსის", რომელიც დაცვის ხაზის გაძლიერებას ეშურება, 25 წლის სენეგალელი დიდი ხანია პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ჰყავს შეყვანილი. სავარაუდოდ, ინგლისელთა სურვილს წინ არ აღუდგება "ნაპოლი", მით უმეტეს, რომ თავად ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან 2019 წლამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
ამ დრომდე "ჩელსისთვის" სარეკორდოდ ძვირი ფერნანდო ტორესის ტრანსფერია. 2011 წელს ესპანელ ფეხბურთელში ლონდონელებმა 58,5 მლნ ევრო გადაიხადეს.
16:40 18-08-2016
ლონდონის "ჩელსი" კულიბალის ტრანსფერში რეკორდული თანხის გადახდას აპირებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული