"ვეფხვებმა" "ტოტენჰემისგან" რაიან მეისონი შეიძინეს, რომელიც კლუბის სარეკორდო შენაძენი გახდა, მაგრამ დაზუსტებით უცნობია, რამდენი გადაიხადეს მასში. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ 25 წლის ნახევარმცველში 10 მილიონ გირვანქაზე მეტია გადახდილი, რადგან 2014 წელს "ჰალმა" "პალერმოდან" აბელ ერნანდესი სწორედ 10 მილიონად იყიდა და აქამდე კლუბის სარეკორდო შენაძენი იგი გახლდათ.
"ეს ჩემთვის ახალი, ძალიან დიდი და საინტერესო გამოწვევაა. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშსა და ახალ თავგადასავალს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ
მეისონის დარად, გუნდმა უილ კინი იყიდა და მასთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არც ამ ტრანსფერის ფინანსური დეტალები ხმაურდება, მაგრამ ამბობენ, რომ "ვეფხვებს" "მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი მილიონი გირვანქა დაუჯდათ. 23 წლის კინთან "ჰალის" დროებით მწვრთნელს, მაიკლ ფელანს ნამუშევარი აქვს, როდესაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო შტაბში გახლდათ. კინი აქამდე "უიგანში", ქპრ-ში, "შეფილდ უენსდისა" და "პრესტონში" გახლდათ განათხოვრბული.
"ჩემთვის ეს მშვენიერი შანსია და მადლობა ამისთვის მწვრთნელსა და "ჰალს". ვეცდები, ნდობა გავამართლო" - განაცხადა კინმა.
"ჰალმა" კი სეზონი, ბევრისათვის მოულოდნელად, ძალიან კარგად დაიწყო. გუნდში არსებული გარკვეული ქაოსის და ამჟამინდელი საკადრო პრობლემების გათვალისწინებით, უმეტესობა "ვეფხვების" შანსებს ალმაცერად უყურებდა და შესაძლოა, უყურებს კიდეც, მაგრამ ფაქტია - მათ ორი მოგებით დაიწყეს (მათ შორის, მოქმედ ჩემპიონ "ლესტერთან"), ხოლო მესამე ტურში ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდნენ "მანჩესტერ იუნაიტედთან".
"ჰალის" პირველი შენაძენი 31 წლის მეკარე დევიდ მარშალი გახდა, რომელიც გუნდმა სამშაბათს "კარდიფიდან" დაიმატა და შესაძლოა, ბონუსების ჩათვლით ეს ტრანსფერი 5 მილიონი გირვანქა დაუჯდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"