*ანტონიო კონტე საკუთარი მაჩვენებლებისა და რეკორდების გაუმჯობესებას აგრძელებს. იტალიელი გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც პრემიერლიგაში თავისი საწყისი 18 მატჩიდან 15 მოიგო. არც 17-დან 14 მოგება ჰქონია ვინმეს.
* "ბორნმუთმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და ამ შეხვედრებში 3-3 გოლი გაუშვა.
* ედენ აზარი გახდა "ჩელსის" მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში გუნდის მაისურით 50 ან მეტი გოლი გაიტანა. აქამდე ეს შეძლეს - ფრენკ ლამპარდმა, დიდიე დროგბამ, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა,
* ფრანსესკ ფაბრეგასს პრემიერლიგაში უკვე 98 საგოლე გადაცემა უგროვდება. მასზე მეტი საგოლე პასი ამ ტურნირის ისტორიაში მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს - უეინ რუნის (101), ფრენკ ლამპარდს (102) და რაიან გიგზს (162).
* "ჰალს" ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული - 3 ფრე, 12 წაგება.
* "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 12 საგარეო მატჩში მხოლოდ მეორედ შეინახა კარი მშრალად.
* 2013/14 წლების სეზონის დაწყებიდან აქამდე რაჰიმ სტერლინგმა 7 პენალტი გამოიმუშავა. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "ლესტერის" ჯეიმი ვარდის აქვს (10).
* დავიდ სილვას პრემიერლიგაში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ამის შემდეგ, მან 61 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ამ პერიოდში საუკეთესო მაჩვენებელია.
* კელეჩი იჰეანაჩოს ინგლისის ჩემპიონატში უკვე 12 გოლი უგროვდება. აღსანიშნავია, რომ "სიტის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ეს 12 ბურთი მხოლოდ 19 ზუსტი დარტყმით გაიტანა.
* ბოლო 5 მატჩში, რომელიც ოლივიე ჟირუმ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ფრანგი "არსენალს" 7 გოლით შეეწია.
* "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩს" 26-ჯერ დაურტყა, "ალბიონმა" კი სულ 3-ჯერ დაარტყა. ასეთი უპირატესობა "მეთოფეებს" ამ სეზონში არავისთან ჰქონიათ ამ კომპონენტში.
* მესუთ იოზილმა პრემიერლიგაში თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა და 36-ე საგოლე პასიც გააკეთა. მხოლოდ ერიკ კანტონამ შეძლო 100 მატჩის ჩატარების შემდეგ მეტი (39) საგოლე პასის გაკეთება.
* ოქტომბერში "მიდლსბროსთან" ნათამაშები უგოლო ფრის მერე "არსენალმა" პირველად შეინახა კარი მშრალად. "მეთოფეები" ზედიზედ 8 მატჩში უშვებდნენ.
* ტონი პულისი "ემირატებზე" ცხრავე სტუმრობისას დამარცხდა და ამ შეხვედრებში მისმა გუნდებმა ჯამში მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 14 პრემიერლიგურ გოლში მიიღო მონაწილეობა (12 გაიტანა, 2 გაატანინა). ეს მინიმუმ 8-ით მეტია, ვიდრე კლუბის რომელიმე სხვა მოთამაშის მაჩვენებელი.
* მაისის მერე ფაბიო ბორინიმ თავისი პირველი პრემიერლიგური გოლი გაიტანა.
* 2015 წლის აპრილის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პირველად მოახერხა ინგლისის ჩემპიონატში მიჯრით 4 მატჩის მოგება. პორტუგალიელის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი "წითელი ეშმაკების" თავკაცის რანგში 50%-ია, რითაც იგი დევიდ მოიესის მაჩვენებელს იმეორებს.
* პოლ პოგბას სამივე საგოლე გადაცემის ადრესატი იბრაჰიმოვიჩი გახლავთ.
* "ევერტონს" "ბოქსინგ დეიზე" ბოლო 5 სტუმრად ჩატარებული შეხვედრაა, არ წაუგია - 3 მოგება, 2 ფრე.
* "ლესტერს" 26 დეკემბერს პრემიერლიგურ თამაშში 1998 წლის შემდეგ არ უმარჯვია.
* ხოელ რობლესი გახდა 50-ე მეკარე, რომელმაც პრემიერლიგაში საგოლე პასი გააკეთა.
* რომელუ ლუკაკუზე "ევერტონის" მიერ გასვლაზე გატანილი 11 ბურთიდან 7 მოდის (64%).
* კევინ მირალასს "ლესტერისთვის" გოლი ბოლო სამ მატჩში აქვს გატანილი.
* საინტერესოა, რომ "ევერტონს" ინგლისის მოქმედ ჩემპიონებთან უკანასკნელი 14 შეხვედრიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული - 7 მოგება, 5 ფრე.
* მიმდინარე სეზონში "სუონსიმ" მე-13 შეხვედრაში გაუშვა პირველმა. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ "ჰალს" აქვს.
* მარტის მერე "ვესტ ჰემ იუნაიტედმა" პირველად მოახერხა მიყოლებით სამჯერ მოგება.
* ანდრე აიუ გახდა 41-ე მოთამაშე, რომელსაც "ვესტ ჰემის" კარშიც აქვს გოლი გატანილი და ამ კლუბის მაისურითაც. ამდენი ასეთი მოთამაშე არც ერთ სხვა გუნდს არ ჰყავს.
* დიმიტრი პაიემ 2016 წელს მე-15 საგოლე პასი გააკეთა, რაც კალენდარული წლის საუკეთესო მაჩვენებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"