მაურო იკარდი: ჩინეთში კარიერის დასრულება შეიძლება

AutoSharing Option
ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ერთ-ერთ ჩინურ კლუბს მაურო იკარდის გადაბირება სურს და მზადაა, რომ 22 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ითქვა ისიც, რომ აზიელები თავად ფეხბურთელს წლიურად 25 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"გავიგე, რომ ჩინეთში დიდ ფულს იძლევიან, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მილანში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ჯერჯერობით, არსად წასვლას არ ვაპირებ.

მომწონს იტალიაში ცხოვრება, სერია A-ში თამაში და "ინტერის" გულშემატკივართა გოლებით გახარება. ასე რომ, ჩემი
გეგმები მხოლოდ "ნერაძურის" უკავშირდება. რაც შეეხება ჩინეთს, იქ ყოველთვის შეიძლება კარიერის დასრულება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე დადგება მაგის დრო ფეხბურთს ფულზე გაცვლიან ეხლაც არის ძვრები საფეხბურთო სამყაროში მალე გადავინაცვლებთ ჩინეთის ჩეპიონატში ჩეპიონთა ლიგის ნაცვლათ იქნება აზის ჩეპიოთა ლიგა ხამ ხუმ ხამ ხუმ იქნება მალე მოკვდა ფეხბურთი ფეხბურთი იყო მასჰინ მარადონა და პელეს დროს რივალდო რონალდო მენატრება ის დრო აფსუს რა დრო იყო
irakli
16:29 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული