"რომამ" სტუმრად 8-გოლიან თრილერში მოუგო ვერონის "კიევოს" - 5:3. სტეფან ელ შაარავიმ და მოჰამედ სალაჰმა დუბლები შეასრულეს, ერთი გოლიც ედინ ჯეკომ გაიტანა. ამით "რომა" ლიდერ "იუვენტუსს" ქულამდე მიუახლოვდა.
დიდი ანგარიშით მოიგო "ნაპოლიმაც", მაურიციო სარის გუნდმა 4:1 დაამარცხა "ფიორენტინა" და "იუვენტუსთან" 2 ქულა აშორებს. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა დრის მერტენსმა.
დღეს "იუვენტუსს" ნაადრევად შეუძლია ჩემპიონობის მოპოვება თუ შინ "კროტონეს" დაამარცხებს.
შაბათი. 20 მაისი
კიევო-რომა 3:5
გოლები: 1:0 კასტრო
ნაპოლი-ფიორენტინა 4:1
გოლები: 1:0 კულიბალი (8), 2:0 ინსინიე (36), 3:0 მერტენსი (57), 3:1 ილიჩიჩი (60), 4:1 მერტენსი (64)
კვირა. 21 მაისი
ემპოლი-ატალანტა 17:00
მილანი-ბოლონია 17:00
სასუოლო-კალიარი 17:00
იუვენტუსი-კროტონე 17:00
უდინეზე-სამპდორია 17:00
ჯენოა-ტორინო 17:00
ლაციო-ინტერი 22:45
ორშაბათი. 22 მაისი
პესკარა-პალერმო 22:45
1. იუვენტუსი - 85 ქულა; 2. რომა - 84; 3. ნაპოლი - 83; 4. ლაციო - 70; 5. ატალანტა - 66.