ამას გარდა, გუშინ ტურინში ჩავიდა დუგლას კოშტას აგენტი, რომელიც "იუვეს" გენერალურ მენეჯერს, ბეპე მაროტას შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი წლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს და ეს მხოლოდ ხელფასის სახით, დანარჩენიც ბონუსები იქნება. თავის მხრივ კი, "შახტარის" ყოფილმა
ასე რომ, დარჩა ერთადერთი პრობლემა - "ბაიერნის" დაყოლიება 45 მილიონ ევროზე. თუმცა შეიძლება ეს აღარც იყოს პრობლემა...
* * *
ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" დაინტერესებულია არგენტინული "ესტუდიანტესის" ნახევარმცველ სანტიაგო ასკასიბარის გადაბირებით. 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველს "ახალ მასკერანოდ" მოიხსენიებენ, რაც პოპულარულ თანამემამულესთან მისი სათამაშო სტილის მსგავსებაზე მიუთითებს.
ტურინში გამომავალი "ტუტოსპორტი" წერს იმასაც, რომ "იუვენტუსის" გარდა, ასკასიბარზე თვალი "ბოლონიასა" და "სასუოლოსაც" აქვთ დადგმული. ცნობისთვის, ეს ბიჭი არგენტინას 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და ახლახან დასრულებულ 20-წლამდელთა მუნდიალზე წარმოადგენდა.
არ არის გამორიცხული, "იუვენტუსმა" ის ამ ზაფხულსვე იყიდოს და ერთი წლით სერია A-ს რომელიმე კლუბში გაანათხოვროს, ერთი წლის მერე კი იტალიურ ელიტასთან უკვე კარგად მორგებული კადრი დაიბრუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"