იტალიური პრესის ცნობით, "ინტერს" მისი ქალაქის მოსახელე ფეხბურთელი 18 მილიონი ევრო დაუჯდა.
- მილანის "ინტერი" ევგენი კონოპლიანკათი დაინტერესდა
მილან შკრინიანი "ინტერში" "სამპდორიადან" გადავიდა, სადაც მან გასული 2 სეზონი გაატარა. იტალიაში გატარებულ პირველ წელს ის მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ ვიხილეთ.
სიტუაცია 2016/17 წლების სეზონში გამოსწორდა - ახალგაზრდა ფეხბურთელი "სამპდორიას" შემადგენლობის უცვლელ წევრად მოგვევლინა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში მან 35-ჯერ ითამაშა, აქედან 34-ჯერ - სასტარტო შემადგენლობაში.