ანდრეა კონტი: კარიერის ბოლომდე "როსონერი" ვიქნები

AutoSharing Option
"მილანი" აქტიურ სატრანსფერო კამპანიას განაგრძობს - ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა მე-7 ფეხბურთელი დაიმატეს: მატეო მუსაკიოს, გონსალო როდრიგესის, ფრენკ კესის, ფაბიო ბორინის, ანდრე სილვას და ჰაქან ჩალჰანოღლუს შემდეგ, "მილანს" ანდრეა კონტი დაემატა. 22 წლის მცველმა "მილანთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და შემდეგი განაცხადა:

"გადავედი გუნდში, რომელში თამაშზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ადაპტაციის პრობლემა ნამდვილად არ შემექმნება, რადგან აქ ბევრი მეგობარი დამხვდა იტალიის ახალგაზრდული ნაკრებიდან - აქაა კესიც, რომელთან ერთადაც "ატალანტაში" ვთამაშობდი. ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება ახალი სეზონი. ვფიქრობ, "მილანს" აქვს
იმის რესურსი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს - ჩემი სურვილია, რომ კარიერის ბოლომდე "როსონერის" ღირსება დავიცვა და გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო".

"მილანი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, იტალიური კლუბი პიერ-ემერიკ ობამეიანგის დაბრუნებას აპირებს - დიახ, დაბრუნებას, რადგან ობამეიანგი სწორედ "მილანის" აკადემიის აღზრდილია.

დორტმუნდის "ბორუსია" 28 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს და თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, "მილანი" მზადაა, სუპერტრანსფერისთვის თანხა გამონახოს - ამასთან, იტალიელები თავად ფეხბურთელს სეზონში 8 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული