"იუვენტუსმა" დუგლას კოსტას ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსმა" მიუნხენის "ბაიერნიდან" დუგლას კოსტას ტრანსფერი დაადასტურა, თუმცა "ბებერი სინიორა" დამატებითი დეტალების გავრცელებისგან თავს იკავებს. ოფიციალურად მხოლოდ ის ვიცით, რომ 26 წლის ბრაზილიელი შემტევი ტურინში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების გავლას ელის.

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც Sky Sport Italia ავრცელებს, კოსტა "იუვენტუსში" 2-წლიანი იჯარით ითამაშებს და ტურინელები "ბაიერნს" 6 მილიონ ევროს გადაუხდიან. 2 წლის შემდეგ იტალიელებს ფეხბურთელის 40 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

დუგლას კოსტა "ბაიერნში" 2015 წელს "შახტარიდან", 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. "რეკორდმაისტერში" ჩატარებულ 77 შეხვედრაში მან 14 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული