ფრანჩესკო ტოტის ფეხბურთიდან წასვლა მეუღლემ აიძულა

AutoSharing Option
ფრანჩესკო ტოტის კიდევ ერთი წლით სურდა ფეხბურთის თამაში და მზად იყო, კარიერა იაპონურ გუნდ "ტოკიო ვერდეში" გაეგრძელებინა. თუმცა, "იმპერატორმა" აზიელთა შეთავაზებაზე ბოლო მომენტში თქვა უარი და "რომას" დირქტორთა საბჭოში მუშაობას დასთანხმდა.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა "ტოკიო ვერდეს" პრეზიდენტმა, ჰიდეკი ჰანიუმ:

"ტოტის უნდოდა ჩვენთან გადმოსვლა, მაგრამ ეს საკითხი მეუღლესთან უნდა შეეთანხმებინა, რაც ვერ მოხერხდა. ტოტის ცოლმა კატეგორიული უარი თქვა ტოკიოში ცხოვრებაზე და ფრანჩესკომაც უარი შემოგვითვალა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული