კარლოს ბაკა "მარსელში" გადადის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, კარლოს ბაკამ "მარსელში" გააგრძელოს კარიერა. "მილანის" ახალი მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ - მათ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და ეს პროცესი გრძელდება. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ბაკა ტრანსფერზეა დაყენებული და მისი გადაბირება "მარსელს" უნდა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ფრანგები მზად არიან 30 წლის კოლუმბიელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ, "მარსელი" კი პასუხის მოლოდინშია.

"მილანის" მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას თქმით, კარლოს ბაკა ევროპალიგის განაცხადში არ მოხვდება, რისი მიზეზიც მოახლოებული ტრანსფერია:

"გუნდი ფორმირების პროცესშია
და უნდა შევეცადოთ, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდეთ. გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაცია გაიარონ და საუკეთესო შესაძლებლობები წარმოაჩინონ. კარლოს ბაკა ევროპალიგის განაცხადში ვერ მოხვდება, რისი მიზეზიც მოსალოდნელი ტრანსფერია - რომელ ტრანსფერს ვგულისხმობ? - ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რადგან ყველა კითხვას უახლოეს პერიოდში გაეცემა პასუხი".

კარლოს ბაკა მილანში 2015 წელს გადავიდა. მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა. კოლუმბიელმა ორი სეზონის განმავლობაში 31 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული