"ვილიარეალმა" უარი თქვა - კარლოს ბაკა "მილანში" დაბრუნდება

AutoSharing Option
კოლუმბიელი ფეხბურთელი კარლოს ბაკა, რომელიც "მილანმა" "ვილიარეალში" გაანათხოვრა, ზაფხულში "როსონერის" დაუბრუნდება.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" ხელმძღვანელობამ უარი თქვა 18 მილიონი ევროს გადახდაზე, რითაც სამხრეთამერიკელ ფორვარდს გამოისყიდდნენ.

შესაბამისად, გამოცდილი ფორვარდი ზაფხულში იტალიაში დაბრუნდება. ბაკას "მილანთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული