ანდრეა პირლო: არ მინდა "იუვენტუსს" ზედმეტ ტვირთად დავაწვე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა ლიდერმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა, თუკი მიხვდება, რომ ის "იუვესთვის" საჭირო ფეხბურთელი აღარ არის.

34 წლის პირლო "მილანიდან" 2011 წელს სწორედ ამ მიზეზით გადავიდა "იუვენტუსში". მართალია, მას 2014 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი "ბებერ ქალბატონთან", მაგრამ მის განახლება პირლოს მხოლოდ გაახარებს:

"ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამ საკითYხზე და შევთანხმდით, რომ სეზონის ბოლოსკენ მოვილაპარაკებთ. დარჩენა ძალიან მინდა, მაგრამ არც ის მინდა ვინმეს ტვირთად დავაწვე - თუკი "იუვეს" არ დავჭირდები, უპრობლემოდ წავალ", - განუცხადა პირლომ "გაძეტა დელო
სპორტს".

ასევე იხილეთ:
ტურინის "იუვენტუსი" ანდრეა პირლომ დააღალატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული