იტალია. სერია A. VII ტური: "რომამ" მილანის "ინტერიც" მოინელა [VIDEO]

AutoSharing Option
7 მატჩიდან 7 მოგება, 20 გატანილი ბურთი და მხოლოდ 1 გაშვებული - ეს "რომას" მონაგარია, გუნდის, რომელმაც საფეხბურთო იტალია აალაპარაკა.

რუდი გარსიამ ბრწყინვალედ დაიწყო და საინტერესოა, როგორ გააგრძელებს... მომდევნო ტურში "რომა" "ნაპოლის" მასპინძლობს, თუმცა იქამდე შორია და უმჯობესია, განვლილ უქმეებს დავუბრუნდეთ.

რომაული ფიესტა მილანში
"ინტერთან" მატჩამდე "რომას" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თითქოს თავი დაიზღვია და განაცხადა, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ და თუ ფეხი დაგვიცდა, ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათო. იქვე დასძინა, რომ "ჯალოროსის" რეალური ძალა სწორედ ისეთ გუნდებთან პაექრობისას გამოჩნდება,
როგორიც "ინტერია".

მოკლედ, მუსიე რუდიმ ფრთხილი კომენტარები აკეთა, მისმა გუნდმა კი მეტოქე გადაჯეგა.

"რომამ" "ინტერს" პირველივე ტაიმში მოუმთავრა საქმე - ფრანჩესკო ტოტიმ დუბლი შეასრულა, ალესანდრო ფლორენციმ კი მესამე გაიტანა და "ჯალოროსიმ" გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა, 3:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ვთქვათ ისიც, რომ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჟერვინიომ - ტოტიმ პირველი გოლი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა, მეორეჯერ კი მისი მოპოვებული თერთმეტმეტრიანით იხეირა. თუმცა ტოტიმაც რომ იდეალურად შეასრულა თავისი საქმე, ესეც ფაქტია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფლორენცი, ახალგაზრდა შუახაზელი, რომელიც გარსიას ხელში შესანიშნავ შემტევად ყალიბდება. მოკლედ, "რომას" შემტევი ტრიო ბრწყინვალედ მოქმედებს; არც სხვა რგოლები აკლებენ და შედეგიც სახეზეა.

რაც შეეხება "ინტერს", ბოლო ორ ტურში ვალტერ მაცარის გუნდმა მკვეთრად მოუკლო. მართალია, "რომასთან" პაექრობაში "ინტერს" უბრძოლველად არაფერი დაუთმია, მაგრამ კლასში სხვაობა მაინც საგრძნობი იყო - არადა, ლაპარაკი "ინტერზეა", მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულ გრანდზე.

სწორედ "ჯალოროსისთან" პაექრობაში გამოჩნდა, რომ "ნერაძურის" ექსტრა-კლასის შემსრულებლები აკლია, ისეთი, როგორიც ფრანჩესკო ტოტია. ამ თემას ნამატჩევს მილანელთა დამრიგებელიც შეეხო:

"ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა არ დაგვითმია, მაგრამ შედეგი სავალალო მივიღეთ. მეტოქემ კონტრშეტევებზე დაგვიჭირა, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ.

მიზეზი? - "რომას" ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლიათ. პირველ რიგში, ფრანჩესკო ტოტის ვგულისხმობ, რომელმაც ფენომენალურად ითამაშა.

ჩვენ ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ და არსებული ხარვეზები აღმოვფხვრათ".

მდევარი
"რომას" კუდში ჩაუდგა "ნაპოლი", რომელმაც "ლივორნოს" უმასპინძლა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი "აგემა".

ანგარიში გორან პანდევმა გახსნა, რასაც გიოკჰან ინლერის გოლი მოჰყვა, მესამე და მეოთხე გოლები კი ხოსე კალეხონის და მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა; ესპანელმა და სლოვაკმა გაიმყარეს პოზიციები ბომბარდირთა დავაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მოკლედ, "ნაპოლიმ" იოლად მოიგო, რაფა ბენიტესმა კი შეგირდები შეაქო:

"ლონდონში ურთულესი მატჩი გადავიტანეთ და ვშიშობდი, რომ ეს "ლივორნოსთან" მატჩზე უარყოფითად აისახებოდა. საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა ძალები მოიკრიბეს, მობილიზება შეძლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება გამოჭედეს.

ჩემი შეგირდები მხოლოდ ქებას იმსახურებენ, რადგან თოთოეულ მატჩზე თანაბარი კონცენტრაციით გადიან. მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, რაც შედეგზეც აისახა".


"ვერონა" აღარ ხუმრობს
სერია A-ში აღზევებულმა "ვერონამ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ვენეტოელებმა მეოთხე გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები. ანდრეა მანდორინის შეგირდებმა "ბოლონია" დაიბრიყვეს, მისსავე მოედანზე გაანადგურეს მეტოქე და ლიდერთა მარაქაში გაერივნენ.

"ბოლონია" კი შავ დღეშია - სტეფანო პიოლის შეგირდებმა ბოლო ორ თამაშში 9 გოლი გაუშვეს, მხოლოდ 1 გაიტანეს და ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ. დიდი ალბათობით, პიოლის მალე კარისკენ მიუთითებენ.

ისიც აღვნიშნოთ, რომ "როსობლუს" მორიგ ფიასკოს ბოლონიელმა გულშემატკივრებმა ობსტრუქციით უპასუხეს, რასაც არაერთი ინციდენტი მოჰყვა...

"უდინეზემ" შესუსტებულ "კალიარის" სძლია. ერთი გოლი ანტონიო დი ნატალემ მიითვალა აქტივში, უდინეური გუნდი კი სატურნირო ცხრილში აღმართს შეუყვა - თუ როგორი სერიების გამოცხობა უყვარს ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდს, ცნობილი ამბავია და ვინძლო, სარდინიელთა ძლევა აღმავლობის დასაწყისი გახდეს.

"პარმამ" "სასუოლოს" "გადაურბინა", ანტონიო კასანომ კი გოლის გემო გაიხსენა და ნამატჩევს სიხარულს ვერ მალავდა.

"სამპდორიამ" და "ტორინომ" ქულები გაიყვეს - 2:2. ვერ დავიჩემებთ, რომ გუნდებმა სპექტაკლი დადგეს, მაგრამ ბრძოლა კი ბრწყინვალე გააჩაღეს. მთლიანობაში, "ტოროს" არა უშავს, "სამპა" კი გავარდნის კანდიდატად მოიაზრება.

დიდი ჯახი თავსხმაში
თავსხმა წვიმაში "იუვენტუსმა" და "მილანმა" დიდი ბრძოლა გამართეს, რომელშიც გამარჯვებული ტურინული გრანდი გამოვიდა.

არადა, მატჩი სტუმართათვის ბრწყინვალედ დაიწყო - პირველივე წუთზე სალი მუნტარიმ ანგარიში გახსნა და "მილანი" დაწინაურდა.

შესვენებამდე უპირატესობას სწორედ ლომბარდიელები ფლობდნენ, მაგრამ ერთი გოლი მაინც გაუშვეს - ანგარიში ანდრეა პირლომ გაქვითა.

მეორე ნახევარში ტურინელებმა იძალეს. ჯერ სება ჯოვინკომ გამოიჩინა თავი, უპირატესობა კი ჯორჯო კიელინიმ გაზარდა; ამ ორ გოლს შორის ფილიპ მექსე გააძევეს და ამიტომაც გაბრძოლება და მეორე გოლის გატანა "მილანს" აქტივში უნდა ჩავუწეროთ; აღსანიშნავია, რომ გოლი ისევ მუნტარიმ შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"იუვე" სამეულშია, "მილანი" კი ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებს.

"ლაციო" და "ფიორენტინა" უგოლოდ გაიყარნენ. მასპინძლებს უფრო უნდოდათ მოგება და მეტსაც უტევდნენ, მაგრამ მიროსლავ კლოზეს არყოფნაში, მათ იერიშებს სიმწვავე აკლია.

ფლორენციელებმა არ გაუშვეს, ვერც თვითონ იხეირეს კონტრშეტევაზე და შედეგად, ლოგიკური ფრე მივიღეთ.

იტალია. სერია A. VII ტური
კიევო-ატალანტა 0:1
გოლი: 0:1 მორალესი (16).
კიევო (4-4-2): პუჯონი - სარდო, ბერნარდინი (74. ცეზარი), კლეიტონი, დრამე - იმპროტა (58. პელისიერი), ბენტივოლიო, ლ. რიგონი, ესტიგარიბია (64. ჰეტემაი) - თერეუ, პალოსკი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, ლუკინი, სტენდარდო, ბრივიო (86. იეპესი) - რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (82. ბრიენცა) - მორალესი (75. ბაზელი) - დენისი.
გაფრთხილება: ბენტივოლიო - რაიმონდი.
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-5 (3-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 11 000

ინტერი-რომა 0:3
გოლები: 0:1 ტოტი (18), 0:2 ტოტი (40-პენ.), 0:3 ფლორენცი (44).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - როლანდო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - პერეირა (90. იკარდი), ტაიდერი (57. კოვაჩიჩი), გუარინი (69. მილიტო), კამბიასო, ნაგატომო - ალვარესი - პალასიო.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, პიანიჩი (57. ტადეი), სტროტმანი - ფლორენცი (76. მარკინიო), ტოტი (81. დოდო), ჟერვინიო.
გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი, პერეირა - დე სანკტისი, ბენატია, კასტანი, პიანიჩი, ტადეი.
გაძევება: ბალცარეტი (79. რომა).
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 11-8 (3-5); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 70 000

პარმა-სასუოლო 3:1
გოლები: 1:0 პალადინო (32), 1:1 ბერარდი (51-პენ.), 2:1 როზი (70), 3:1 კასანო (76).
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფელიპე - ბიაბიანი (17. როზი), პაროლო, გარგანო, ვალდესი (81. ასკუა), გობი - კასანო, პალადინო (50. ბაძა).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - მარძორატი, აჩერბი, ბიანკო - ციგლერი, მანიანელი, კურტიჩი (72. ლარიბი), მისიროლი (61. ფლორო ფლორესი), სკელოტო (77. ალექსე) - ძაძა, ბერარდი.
გაფრთხილება: ასკუა - კურტიჩი, ბერარდი.
გაძევება: მირანტე (45) - მანიანელი (88).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-14 (3-7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 12 000

ბოლონია-ვერონა 1:4
გოლები: 0:1 კაჩატორე (22), 0:2 იტურბე (29), 1:2 დიამანტი (52-პენ.), 1:3 ტონი (56), 1:4 ჟორჟინიო (90).
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, სორენსენი, მორლეო - პერესი (68. აკვაფრესკა), კონე, დელა როკა (90. ლაქსალტი) - დიამანტი - კრისტალდო, ბიანკი (40. მოსკარდელი).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - აგოსტინი, მაიეტა (83. რაფაელი), გონსალესი, კაჩატორე - ჟორჟინიო, რომულო, დონატი - იტურბე (68. მარტინიო), ტონი, ტალები (84. ალფრედსონი).
გაფრთხილება: პერესი, კონე - გონსალესი, დონატი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-11 (8-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

კატანია-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 ბარიენტოსი (59), 1:1 ლეგროტალიე (87-საკ. კარში).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ბელუში, ლეგროტალიე, ბირაგი (83. მონძონი), ალვარესი - პანაიოტისი, პლაშილი, ალმირონი (72. ისკო) - ბარიენტოსი, კასტრო, ბერგესიო (79. ლეტო).
ჯენოა (3-4-3): პერინი - მანფრედინი, პორტანოვა, ანტონინი - ვრსალკო, ლოდი, მათუზალემი (63. ფელტფაციდისი), სამპირიზი (60. სტოიანი) - სანტანა (81. კალაიო), ჯილარდინო, კუჩკა.
გაფრთხილება: პანაიოტისი, ბარიენტოსი, კასტრო - მანფრედინი, ლოდი, მათუზალემი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-8 (4-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000

ნაპოლი-ლივორნო 4:0
გოლები: 1:0 პანდევი (3), 2:0 ინლერი (26), 3:0 კალეხონი (54), 4:0 ჰამშიკი (83).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ფერნანდესი, ბრიტოსი, არმერო - ბერამი, ინლერი - კალეხონი (68. ინსინიე), ჰამშიკი (84. ბანტი), მერტენსი - პანდევი (77. საპატა).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, რინაუდო, კოდა - სკატარელა, დუნკანი, ლუჩი (65. სილიგარდი), გრეკო (53. პიჩინი), მბაიე - პაულინიო, ემეგარა (69. ბელინგერი).
გაფრთხილება: რინაუდო, ლუჩი (ლივორნო).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9-8 (6-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 45 000

სამპდორია-ტორინო 2:2
გოლები: 1:0 სანსონე (41), 1:1 იმობილე (66), 1:2 ჩერჩი (66-პენ.), 2:2 ედერი (90-პენ.).
სამპდორია (3-4-2-1): და კოსტა - გასტალდელო, პალომბო, მუსტაფი - დე სილვესტრი, ობიანგი, გავაცი (78. მსზოლეკი), გენცოღლუ - გაბიადინი, სანსონე - პოცი (74. ედერი).
ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი, ბოვო (6. პასკუატო), მორეტი - დარმიანი, ვივესი, ბრიგი, ელ ქადური (54. მეჯორინი), დამბროზიო (87. მაქსიმოვიჩი) - ჩერჩი, იმობილე.
გაფრთხილება: გაბიადინი, სანსონე, პოცი - გლიკი, დარმიანი, ბრიგი, ვივესი, დამბროზიო, იმობილე.
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-6 (6-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 დანილო (33), 2:0 დი ნატალე (53).
უდინეზე (3-5-1-1): კელავა - ნალდო, დანილო, ერუ - ბასტა, პინცი (70. ბადუ), ალანი, ლაძარი, გაბრიელ სილვა - ლოპესი (90. მაიკოსუელი) - დი ნატალე (90. რანიჯი).
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა, ერიკსონი (62. კაბრერა), ნაინგოლანი - იბრაიმი (59. საუ) - პინილია (84. ნენე), იბარბო.
გაფრთხილება: პინცი - დესენა.
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11-12(4-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 17 000

ლაციო-ფიორენტინა 0:0
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კავანდა, სიანი, ცანა, ლულიჩი - ონაზი (82. გონსალესი), ბილია, ერნანესი (87. ედერსონი) - კანდრევა, პერეა, ანდერსონი (58. ფლოკარი).
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი, პისარო (73. მატოსი), ამბროზინი - ბორხა ვალერო, კუადრადო (83. იაკოვენკო) - როსი (63. ვარგასი).
გაფრთხილება: სიანი, ცანა, ერნანესი, პერეა - ტომოვიჩი, პასკუალი, ამბროზინი, როსი.
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-3 (4-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 45 000

იუვენტუსი-მილანი 3:2
გოლები: 0:1 მუნტარი (1), 1:1 პირლო (15), 2:1 ჯოვინკო (69), 3:1 კიელინი (75), 3:2 მუნტარი (90).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი (55. პოგბა), ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ტევესი (85. ლორენტე), კვალიარელა (67. ჯოვინკო).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, კონსტანტი - დე იონგი (85. პოლი), ნოჩერინო (71. ნიანგი), მუნტარი - მონტოლივო - რობინიო (76. ძაკარდო), მატრი.
გაფრთხილება: ბონუჩი - კონსტანტი, დე იონგი, მუნტარი.
გაძევება: მექსე (74. მილანი).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 15-8 (6-5); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 41 000

ბომბარდირები: 6 - ჩერჩი (ტორინო); 5 - როსი (ფიორენტინა), ჰამშიკი (ნაპოლი); 4 - ფლორენცი (რომა).

მომდევნო ტური
19 ოქტომბერი:
კალიარი-კატანია, რომა-ნაპოლი, მილანი-უდინეზე;

20 ოქტომბერი:
ატალანტა-ლაციო, ფიორენტინა-იუვენტუსი, ჯენოა-კიევო, ვერონა-პარმა, ლივორნო-სამპდორია, სასუოლო-ბოლონია, ტორინო-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვე!!!
del piero
14:13 07-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული