"გაოგნებული ვარ იმით, რაც ხდება, ფრედი გუარინი კი ჩემზე უარეს დღეშია. ჯერ გვითხრეს, რომ შეთანხმება მიღწეული იყო და ჩემი კლიენტი "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო, შემდეგ კი ეს ტრანსფერი ჩაიშალა და რადგან ფრედიმ უკმაყოფილება გამოთქვა, "ინტერშიც" ოფსაიდში დარჩა. მას შემდეგ ერთი კვირაა გასული და ფეხბურთელთან არავის უცდია დალაპარაკება.
გუარინი ძალიან განიცდის და
ამასობაში, "გაძეტა დელო სპორტმა" გვაუწყა, რომ მილანელებმა შეთანხმებას მიაღწიეს "ლაციოსთან" და 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ერნანესი თავისთან წაიყვანეს. სატრანსფერო დეტალები არ ხმაურდება. ერნანესი ფრედი გუარინის პოზიციაზე თამაშობს და ეს კიდევ ერთი ნათელი მესიჯია კოლუმბიელისთვის.
თუმცა 29 იანვარს ეს ხმები კატეგორიულად უარყო "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ: "არასოდეს დამიყენებია ერნანესი ტრანსფერზე და არც ამის გაკეთების სურვილი მქონია. ჩვენი მიზანი ბრაზილიელის შენარჩუნება იყო და იქნება. თუკი თავად მას წასვლა სურს "ლაციოდან", ჯერ ამის შესახებ პირადად უნდა შეგვატყობინოს, ასეთი რამ კი აქამდე არ ყოფილა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"