"ნაპოლი" 47 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "მილანი" 29 ქულით მხოლოდ მეათეა.
მე-8 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ - თავი "მილანის" დებიუტანტმა ადელ ტაარაბტმა გამოიჩინა, ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლით, მაგრამ ამის მერე "ნაპოლის" უპირატესობა აშკარა გახდა.
მე-11 წუთზე გიოკჰან ინლერმა რიკოშეტის დახმარებით შორი მანძილიდან გაათანაბრა.
56-ე წუთზე გონსალო იგუაინმა ინლერის კარგი პასი თავურით დააგვრიგვინა. მანვე იყოჩაღა 82-ე წუთზე, როცა მარეკ ჰამშიკის წამოწყებული და და ხოსე კალეხონის გაგრძელებული კომბინაცია დაასრულა - 3:1.