ნაპოლი-მილანი 3:1 - რაფა ბენიტესმა კლარენს ზეედორფს აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" შინ 3:1 მოუგო.

"ნაპოლი" 47 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "მილანი" 29 ქულით მხოლოდ მეათეა.

მე-8 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ - თავი "მილანის" დებიუტანტმა ადელ ტაარაბტმა გამოიჩინა, ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლით, მაგრამ ამის მერე "ნაპოლის" უპირატესობა აშკარა გახდა.

მე-11 წუთზე გიოკჰან ინლერმა რიკოშეტის დახმარებით შორი მანძილიდან გაათანაბრა.

56-ე წუთზე გონსალო იგუაინმა ინლერის კარგი პასი თავურით დააგვრიგვინა. მანვე იყოჩაღა 82-ე წუთზე, როცა მარეკ ჰამშიკის წამოწყებული და და ხოსე კალეხონის გაგრძელებული კომბინაცია დაასრულა - 3:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული