მანოლო გაბიადინი "ნაპოლიში" ითამაშებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მანოლო გაბიადინი "სამპდორიადან" "ნაპოლიში" გადაბარგდება.

24 წლის ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობს, 10 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და "სამპას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ბოლო ტურში გაბიადინი სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მის ნაცვლად რობერტო სორიანომ ითამაშა. სინიშა მიხაილოვიჩმა ტაქტიკური მონახაზიც კი შეცვალა და გუნდი 4-3-3-დან 4-3-1-2-ზე გადააწყო. როგორც "გაძეტა" გვაუწყებს, ტრანსფერი გადაწყვეტილია და სინიშას ურჩევნია, რომ გუნდი აქედანვე გაბიადინის გარეშე ათამაშოს.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლის" მესვეურები გაბიადინის ნაცვლად 13
მილიონ ევროს გადაიხდიან. შეთანხმება უშუალოდ პრეზიდენტების: აურელო დე ლაურენტისის და მასიმო ფერეროს შეხვედრას მოჰყვა - ორივე კინოინდუსტრიაშია, ძველი მეგობრები არიან და როგორც ჩანს, ტრანსფერს ამანაც შეუწყო ხელი.

მას შემდეგ, რაც ლორენცო ინსინიემ მძიმე ტრავმა მიიღო, ნეაპოლელებმა ახალი შემტევის ძებნა დაიწყეს და როგორც ჩანს, იპოვეს კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული