იტალია. სერია A. XV ტური: ქულა "ბებერ ქალბატონამდე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "იუვენტუსის" 25-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა "იუვენტუს არენაზე" ჩემპიონატის თამაშებში.

* მილანის "ინტერმა" დაადასტურა, რომ რობერტო მანჩინის ასისტენტად სილვინიო დაინიშნა.

* პატრის ევრამ "იუვენტუსის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* ლუკა ტონიმ კარიერაში მესამასე გოლი გაიტანა.

მე-15 ტურის მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ "იუვენტუსს" "რომა" ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა და შესაბამისად, სკუდეტოსთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. "იუვემ" "სამპას" ვერ მოუგო, "რომამ" "ჯენოას" აჯობა, უფრო ვრცლად კი ქვემოთ...

"სამპა" არც ტურინში წაიქცა
ქებათა ქება სინიშა მიხაილოვიჩს
და მის "სამპდორიას", რომელმაც არც "იუვენტუსთან" წააგო და თანაც, ტურინში. მთელი საფეხბურთო იტალია ელოდა, რომ გენუელთა წარმატებული სერია სწორედ გასულ უქმეებზე შეწყდებოდა, მაგრამ "სამპდორია" კიდევ უფრო კერკეტი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.

მატჩის მე-12 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პატრის ევრამ ანგარიში გახსნა და "იუვენტუსის" სათამაშო უპირატესობა შედეგში ასახა.

ტაიმი მასპინძელთა კარნახით ჩამთავრდა და თითქოს არაფერი უქადდა, რომ მეორე ნახევარი სხვა სცენარით წარიმართებოდა. მთლიანობაში, "იუვე" ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ ანტრაქტის შემდეგ გენუელებმა თამაში დაალაგეს, რამდენიმე მწვავე იერიში "გამოაცხვეს" და ერთ-ერთი მათგანი გოლით დაასრულეს - თავი მანოლო გაბიადინიმ გამოიჩინა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში.

მართლაც კარგი მატჩი გამოვიდა, ბევრი ბრძოლა, არაერთი სახიფათო მომენტი, გოლები და დაძაბულობა ბოლო წუთამდე - "იუვენტუსი" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ვიცით, რომ სკუდეტოსთვის იბრძვის. აი, "სამპდორიას" ამოცანა კი ჯერ ისევ ბუნდოვანია - სატურნირო ცხრილის მიხედვით, გუნდი აშკარად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ მიხაილოვიჩი ჯერ ისევ მოკრძალებულ კომენტარებს აკეთებს...

სინიშა მიხაილოვიჩი (სამპდორია): "პირველ ნახევარ საათში მეტოქე აშკარად გვჯობდა, შემდეგ კი გამოვასწორეთ თამაში და მეორე ნახევარი უკვე ჩვენი კარნახით წარიმართა. ჯერ კიდევ არ გვყოფნის სტაბილურობა, რომ მთელი შეხვედრა ერთ დონეზე ჩავატაროთ და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს. "იუვენტუსმა" ზედიზედ 25 მატჩი მოიგო საკუთარ არენაზე და ჩვენ მიერ მოპოვებული ქულა დასაფასებელია. მიზნებზე ჯერ არ ვსაუბრობ, გუნდი პროგრესირებს და ეს უკვე კარგია".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მთელი მატჩი რომ ისე გვეთამაშა, როგორც პირველი ტაიმი, დამაჯერებლად მოვიგებდით. შესაძლოა, დაღლილობამ იჩინა თავი, რადგან შუა კვირაში ურთულესი მატჩი გვქონდა ჩემპიონთა ლიგაზე. არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. ამასთან, მეტოქე მინდა შევაქო, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა; მათაც შეეძლოთ მეტის გატანა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა გადაგვარჩინა. ჯერ ისევ პირველები ვართ სატურნირო ცხრილში და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რომამ" კი მოიგო
როგორც იქნა, "რომამ" "იუვენტუსის" წაფორხილებით ისარგებლა და ლიდერს ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. რუდი გარსიას გუნდმა ურთულეს შეხვედრაში მოიგო და გასვლაზე "ჯენოა" დაამარცხა. ეს ის "ჯენოაა", ლიდერთა მარაქაში რომ გაერია და ამბიციები მოეძალა.

რომაელებს ბედმაც გაუღიმა, რადგან ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შუაწელს, გენუელთა მეკარე მატია პერინი გააძევეს და შესაბამისად, დარჩენილი დრო მასპინძელთა გუნდი კაცნაკლული იყო. მართალია, ადემ ლიაიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ მალევე, რაჯა ნაინგოლანმა გაიბრწყინა და მაინც დააწინაურა სტუმრები.

გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ბელგიელმა ვარდნაში დაარტყა და ბადეში გაახვია. ეს იყო ერთადერთი გოლი, რომელმაც "რომას" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციოს" პროგრესი
რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ "ლაციო" ფერზე მოვიდა და სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა. რომაელებმა "ატალანტას" უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ორი სტეფანო მაურის ანგარიშზეა, ხოლო მესამე - სენად ლულიჩის.

სტეფანო პიოლის შეგირდებმა სამივე გოლი მეორე ნახევარში შეაგდეს და მთლიანობაში, კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ. თავად განსაჯეთ, "ლაციომ" მეტოქის კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყა და აქედან 11 კარის ჩარჩოში წავიდა. მოკლედ, "რომაელებმა გადაურბინეს მეტოქეს, "ატალანტა" კი კრიზისშია და როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.

ბოლოს, "უდინეზე"-"ვერონას" შესახებ ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ ლუკა ტონიმ მე-300 გოლი გაიტანა კარიერაში; იქამდე კი კიდევ ერთმა ვეტერანმა, ანტონიო დი ნატალემ გამოიჩინა თავი. მოკლედ, "ბებერმა მგლებმა" გოლები გაცვალეს და ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ ბოლოს მაინც სტუმრებმა იძალეს და "ვერონა" სახლში სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

სერია A. XV ტური:
13 დეკემბერი
პალერმო-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 რიგონი (3),M 1:1 პავოლეტი (85), 2:1 ბელოტი (90)
პალერმო (3-5-2): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ჩოჩევი (72. დელა როკა), დაზაარი, მარესკა (89. ბელოტი), რიგონი (83. ბოლცონი) - ვასკესი, დიბალა
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლონგი, აჩერბი, კანავარო, კასორლა - მისიროლი, მანიანელი, ტაიდერი (82. პავოლეტი) - ფლორო ფლორესი (68. პომინი), სანსონე (77. ფლ;ოკარი), ძაძა
გაფრთხილება: მარესკა - კასორლა, მანიანელი, ძაძა
გაძევება: კონსილი (66. სასუოლო), კანავარო (90. სასუოლო)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 11-13 (7-7); ბურთის ფლობა: 43%57%.
მაყურებელი: 18 000

ლაციო-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0 მაური 951), 2:0 მაური (71), 3:0 ლულიჩი (81)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ცანა, რადუ (88. კავანდა) - გონსალესი, ლედესმა, მაური (73. კეიტა) - ლულიჩი, ანდერსონი, ჯორჯევიჩი (76. კლოზე).
ატალანტა (4-3-1-2): სპორტიელო - ბენალუანი, სტენდარდო, კერუბინი, დელ გროსო (64. დრამე) - მილიაჩო (60. დალესანდრო), კარმონა, ჩიგარინი - მორალესი - ბიანკი (73. ბოაკე), დენისი
გაფრთხილება: მილიაჩო, დენისი (ატალანტა)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23-5 (11-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 35 000

14 დეკემბერი
იუვენტუსი-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ევრა (12), 1:1 გაბიადინი (51)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, ევრა - ვიდალი, პოგბა, მარკიზიო - პერეირა (78. კომანი) - ტევესი (88. ჯოვინკო), მორატა (71. ლორენტე)
სამპდორია (4-3-1-1): რომერო - რეჯინი, გასტალდელო, რომანიოლი, გაჩატორე - ობიანგი (83. დუნკანი), პალომბო, რიცო - კრსტიჩიჩი (46. გაბიადინი) - ედერი, ოკაკა (73. ბერგესიო)
გაფრთხილება: ვიდალი, ბონუჩი - რეჯინი, გაბიადინი, რომანიოლი, ოკაკა, რომერო
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-9 (8-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 40 000

ჯენოა-რომა 0:1
გოლი: 0:1 ნაინგოლანი (40)
ჯენოა (4-3-3): პერინი - რონკალია, დე მაიო (69. პინილია), ბურდისო, ანტონელი - რიგონი, ბერტოლაჩი, სტურარო - იაგო (31. ლამანა), პეროტი, მატრი (46. ედენილსონი)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი - პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი - ფლორენცი, ლიაიჩი (77. ტოტი), ჟერვინიო (83. იტურბე)
გაფრთხილება: პინილია, პეროტი - იანგა-მბივა, ასტორი, პიანიჩი
გაძევება:Pპერინი (29. ჯენოა)
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 4-15 (1-6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 32 000

პარმა-კალიარი 0:0
პარმა (3-5-2): მირანტე - სანტაკროჩე, ლუკარელი, კოსტა - რისტოვსკი, მაური, ლოდი (55. ხორკერა), გალოპა (46. ასკუა), დე ჩელიე (65. პალეტა) - კასანო, პალადინო
კალიარი (4-3-3): კრანიო - კაპიტელი, აველარი, როსეტინი, ბალცანო - კონტი, ეკდალი, კრიშეტიგი (63. დესენა) - ფარიასი (69. პედრო), ლონგო (69. ჩაო), კოსუ
გაფრთხილება: რისპოლი, სანტაკროჩე, ასკუა, ლუკარელი - კონტი, ლონგო, კოსუ, ეკდალი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 22-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 4-6 (0-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 17 000

უდინეზე-ვერონა 1:2
გოლები: 1:0 დი ნატალე (31), 1:1 ტონი (45), 1:2 ხრისტოდოლოპულოსი (46)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - დომიცი, დანილო, ერტო - ვიდმერი, ბადუ, ალანი, გილიერმე (58. ტერო), პასკუალე (72. ლუკასი) - ფერნანდეში (78. კონე), დი ნატალე
ვერონა (5-3-2): ბენუსი - მარტიჩი (73. გონსალესი), მარკეში, მორასი, როდრიგესი, აგოსტინი (89. ფარესი) - პანაიოტისი, ალფრედსონი, ხრისტოდოლოპულოსი - ლოპესი (80. ვალოტი), ტონი
გაფრთხილება: ალანი, დი ნატალე - აგოსტინი, პანაიოტისი, გონსალესი, ვალოტი, ბენუსი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 10-7 (6-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 15 000

ჩეზენა-ფიორენტინა 1:4
გოლები: 0:1 ბორხა ვალერო (44), 0:2 სავიჩი (47), 1:2 სავიჩი (60-ს. კ.), 1:3 გონსალო (79), 1:4 ელ ჰამდაუი (90)
ჩეზენა (3-5-2): ლეალი - კაპელი, ვოლტა, ლუკინი - ნიცა (63. გარიტანო), კარბონერო (74. ტაბანელი), კაშონე (86. დე ფეუდისი), კოპოლა, მაძოტა - დეფრელი, ალმეიდა
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ბასანტა, გონსალო, სავიჩი - ხოაკინი, ბორხა ვალერო (85. ელ ჰამდაუი), პისარო, აკვილანი, ალონსო (87. ვარგასი) - ფერნანდესი, გომესი (76. ილიჩიჩი)
გაფრთხილება: კოპოლა, კაშონე - ბორხა ვალერო
გაძევება: ვოლტა (77. ჩეზენა)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 4-11 (0-6); ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 15 000

მილანი-ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 მენეზი (4), 2:0 ბონავენტურა (52)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, რამი (66. საპატა), მექსე, არმერო - პოლი (77. მუნტარი), დე იონგი, მონტოლივო (86. ესიენი) - ბონავენტურა, ჰონდა, მენეზი
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მესტო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - დავიდ ლოპესი, ფრელო (61. ჰამშიკი) - კალეხონი, დე გუზმანი (77. გარგანო), მერტენსი (72. საპატა) - იგუაინი
გაფრთხილება: ბონერა, მონტოლივო, პოლი - ალბიოლი, გულამი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-13(3-3); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

15 დეკემბერი
ემპოლი-ტორინო 22:00
კიევო-ინტერი 00:00

შენიშვნა: პარმა -1 ქულა

ბომბარდირები: 9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო), ჟერემი მენეზი (მილანი).

მომდევნო ტური
18 დეკემბერი:
კალიარი-იუვენტუსი, ნაპოლი-პარმა

20 დეკემბერი:
სასუოლო-ჩეზენა, რომა-მილანი

21 დეკემბერი:
ვერონა-კიევო, ატალანტა-პალერმო, ფიორენტინა-ემპოლი, სამპდორია-უდინეზე, ტორინო-ჯენოა, ინტერი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული