"მილანმა" ლონდონის "ჩელსისგან" ფერნანდო ტორესი გამოისყიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფორვარდი ფერნანდო ტორესი, რომელიც აქამდე "მილანში" ორწლიანი იჯარით ირიცხებოდა, იტალიურ კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ესპანელი ფეხბურთელი "მილანთან" კონტრაქტს ხელს 2015 წლის 5 იანვარს მოაწერს. ხელშეკრულების ხანგრძლივობისა და ფინანსურ მხარეზე არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტორესი "ჩელსიში" "ლივერპულიდან" 2011 წლის იანვარში, 50 მლნ ევროს ფასად გადავიდა. ლონდონური კლუბის რიგებში ფორვარდმა 172 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" აპირებს ტორესი "ატლეტიკოს" იტალიელ ფორვარდ ალესიო ჩერჩიში გაუცვალოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული