წლის საუკეთესო მწვრთნელი
ძალიან მიჭირს წლის საუკეთესო მწვრთნელის გამორჩევა, რადგან რამდენიმე სპეციალისტმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი. იოახიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ამით ყველაფერია ნათქვამი, მაგრამ როგორ არ დავაფასოთ დიეგო სიმეონეს ფანტასტიკური მიღწევები? - მან "ატლეტოკოსთან" ერთად არარეალურ შედეგებს მიაღწია. არ მავიწყდება კარლო ანჩელოტი, რომელმაც მადრიდის "რეალი" ძველ სიმაღლეზე დააბრუნა. სამი ფავორიტი მყავს: ლიოვი, სომეონე და
იტალიური გუნდები ევროასპარეზზე
"იუვენტუსს" აქვს იმის რესურსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შორს წავიდეს. ტურინული გრანდი შემადგენლობით ბევრს არ ჩამორჩება და მწვრთნელიც მაღალი კლასის ჰყავს. ვფიქრობ, "ვეკია სენიორას" ძალუძს, რომ მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბაიერნს" ტოლ-სწორად ეპაექროს. ევროპალიგაზე სერია A-ს არაერთი წარმომადგენელია და წარმატების შანსი ყველას აქვს. იტალიურმა გუნდებმა ევროასპარეზს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, რათა დაკარგული რენომე აღვიდგინოთ. იტალიური ტრანსფერები
იტალიური კლუბები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და ეს ძალიან კარგია. "მილანმა" ალესიო ჩერჩი დაიმატა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ჩერჩი ტექნიკური და მებრძოლი ფეხბურთელია, რომელსაც სერია A-სთან ადაპტაცია არ დასჭირდება. ალესიოს შეუძლია, რომ "როსონერის" ლიდერი გახდეს. ამბობენ, რომ "ინტერი" მარიო ბალოტელის იბრუნებს და ეს ძალზე საინტერესო ტრანსფერი იქნება. სხვა გუნდებიც აქტიურობენ და ვნახოთ, რა იქნება. ამასთან, იტალიურმა კლუბებმა ახალგაზრდა ტალანტები უნდა შეინარჩუნონ, რათა კალჩომ ძველი დიდება დაიბრუნოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"