"კიევომ" მოულოდნელად 1:0 დაამარცხა "პალერმო", რომელმაც თამაში 10 კაცით დაასრულა. გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში ალბერტო პალოსკიმ გაიტანა, მეორეში მასვე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ 62-ე წუთზე პენალტი კარს გადააცილა.
"მილანმა"ზდენეკ ზემანის "კალიარის" უმასპინძლა. "სან სიროზე" "მილანის" აღშფოთებულმა ქომაგებმა საპროტესტო ბანერები გამოკიდეს: "თამაში დამთავრებულია, ჩააგდე მონეტა და გადაარჩინე "მილანი", ეს დასასრულია", - ეწერა ბანერებზე.
თუმცა ამ შეხვედრაში ფილიპო ინძაგის გუნდმა გამარჯვების მოპოვება შეძლო. პირველ ტაიმში ჟერემი მენეზმა ბრწყინვალე გოლით დააწინაურა მასპინძლები.
მეორე ტაიმის
კიევო-პალერმო 1:0
გოლი:1:0 პალოსკი (35)
გაძევება: ანდელკოვიჩი (86. პალერმო)
მილანი-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 მენეზი (21), 1:1 ფარიასი (47), 2:1 მექსე (49), 3:1 მენეზი (78-პენ)
1. იუვენტუსი - 64 ქულა; 2. რომა - 50; 3. ლაციო - 49; 4. ნაპოლი - 46; 5. ფიორენტინა - 45.