ლუჩანო სპალეტი "რომასთან" კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს

AutoSharing Option
უახლოეს პერიოდში "რომას" მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაინიშნება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტთან უკვე შეთანხმებულია კონტრაქტის პირობები, რომელიც 18 თვეზეა გათვლილი. სავარაუდოდ, დანიშვნა ოფიციალურად 22 დეკემბერს შედგება.

ამრიგად, ყველაფერი იქით მიდის, რომ იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრა "ჯენოასთან", ბოლო იქნება რუდი გარსიასთვის რომალური კლუბის თავკაცის პოსტზე. "რომას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშითა და შედეგებით. სულ ახლახან დედაქალაქური გუნდი, რომელიც ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, იტალიის თასის გათამაშებას სერია B-ს "სპეციასთან" დამარცხებით გამოეთიშა.

სპალეტის "რომაში" 2005-2009 წლებში უმუშავია.
მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა იტალიის ვიცე-ჩემპიონი, ორჯერ ქვეყნის თასისა და ერთხელ სუპერთასის მფლობელი. ბოლოს ლუჩანო სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული